მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB
 
== სახელწოდება ==
* '''ოფიციალური''': ტაილანდის სამეფო.
* '''ეროვნული''': ประเทศไทย; Racha Anachak Thai.
* '''ეტიმოლოგია''': ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივ ”ტაი” აღნიშნავს ”თავისუფალს”. შუა საუკუნეებიდან [[1939]] წლამდე ქვეყანას სიამი ერქვა (სანსკრიტზე Sayam - "შავგვრემანი, მუქკანიანი”).
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი: Thailand-CIA WFB Map.png|165px|thumb|left]]
{{მთავარი|ტაილანდის გეოგრაფია}}
'''ტაილანდის სამეფო''' არის [[დამოუკიდებელი სახელმწიფო]]. მდებარეობს სამხრეთ [[აზია|აზიის]] ცენტრში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ლაოსი]] და [[ბირმა]] (მიანმა), აღმოსავლეთით [[ლაოსი]] და [[კამბოჯა]], სამხრეთით [[ტაილანდის ყურე]] და [[მალაიზია]], ხოლო დასავლეთით [[ანდამანის ზღვა]] და [[ბირმა]]. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-ს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.
 
== ფლორა და ფაუნა ==
[[ტაილანდი]] განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში. მისი ტერიტორიის დაახლოებით 30% გაუვალ ტყეებს უკავია. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით. ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია [[მარადმწვანე ტყეები]]. კორატის პლატოზე ნათელი ტყეები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი. მშრალჰავიან გორებზე 700-1700მ სიმაღლეზე არის [[შერეული ტყეები]], მთების ზემო ნაწილში კი იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარები.
ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. [[გიბონი]], [[სპილო]], [[ვეფხვი]], [[ლეოპარდი]] და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, [[მღრღნელი]] და [[ქვეწარმავალი]]. მდინარეებში ბინადრობს [[ნიანგი]] და მრავალგვარი [[თევზი]].
 
== სახელმწიფო ==
* '''სახელმწიფო სისტემა''' : [[კონსტიტუციური მონარქია]].
* '''სახელმწიფოს მეთაური''' : მეფე [[პუმიპონ ადულიადეტი]] (PHUMIPHON Adulyadet, 1946).
* '''საკანონმდებლო ორგანო''' : ორპალატიანი პარლამენტი (200+500 წევრი).
* '''ადმინისტრაციული დაყოფა''' : 76 რეგიონი (changwat).
 
ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია დედაქალაქი [[ბანგკოკი]], იგი ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სხვა მსხვილი ქალაქებია სამხრეთით [[ჩანგმაი]], [[ჩიანგრაი]]. ჩრდილოეთით ნაკონსიტამარატი, ხატიაი. სახელმწიფო ენაა ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა. რელიგია-[[ბუდიზმი]].
 
* '''მოსახლეობა''' - 64,265 მლნ (2003), მათ შორის 53% სიამელი, 27% ლაო, 14% ჩინელი.
* '''სახელმწიფო ენა''' : [[ტაილანდური ენა|ტაილანდური]]. [[ინგლისური ენა|ინგლისური]] ელიტის ენაა.
* '''რელიგია''' : [[ბუდიზმი]].
* '''დედაქალაქი''' : [[კრუნგ-ტეპი]] (ბანგკოკი; 6,611), სამუტ პრაკანი (396), ნონტხაბური (305), უდონ ტხანი (231).
 
 
== ეკონომიკა ==
* '''რესურსები''' : კალა, რეზინი, ბუნებრივი აირი, ვოლფრამი, ტანტალი, საშენი ხე-ტყე, ტყვია, თევზი, თაბაშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
* '''ექსპორტი''' : ბრინჯი, სიმინდი, ქსოვილები, სამრეწველო საქონელი.
* '''ეროვნ. პროდუქტი''' - 166 მლრდ $.
* '''ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე''' : 1.980 $.
* '''ვალუტა''' : ბატი (THB);
 
ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა [[ინდოჩინეთი]]ს ცენტრში და [[მალაკის ნახევარკუნძული|მალაკის ნახევარკუნძულზე]], ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
 
[[ბანგკოკი]] აჯადოვებს ყველა მნახველს. ქალაქი დაარსდა [[1782]] წელს და დღეს იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქს მსოფლიოში. აქ წარმატებით ერწყმის ერთმანეთს უძველესი ტრადიციების პატივისცემა და ტექნიკური პროგრესი. თანამედროვე ცათამბჯენები ორიგინალურად მეზობლობენ ბუდისტურ ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებთან. ბანგკოკში მდებარე 400 ტაძარს შორის ულამაზესად ითვლება ფირუზის ბუდას, აისის, ოქროს ბორცვის, მარმარილოს ტაძრები. აქ მრავლადაა წარმოდგენილი სკულპტურული შედევრები [[კედლის მხატვრობა|კედლის მხატვრობებითა]] და მრავალრიცხოვანი დეკორაციებით. მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება დიდი სამეფო სასახლის კომპლექსი; ვიმან მეკის სასახლე ყველაზე დიდი ,,ოქროს” ტექტონას ხეებისაგან დამზადებული: პასტერის ინსტიტუტის გველის ფერმა, სადაც ამრავლებენ შხამიან გველებს და აგროვებენ შხამს ფარმაკოლოგიისათვის. ჯიმ ტომპსონის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აზიური ხელოვნების შემქმნელთა კოლექციები. ბანგკოკი იწყება ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარის მენამ-ჩაო-პრაის შესართავიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სიამის უბიდან, ფართოდ იშლება მრავალი მდინარეებითა და ნაკადულებით დაფარულ დაბლობზე. ყველაფერ ამით ქალაქი მთელსმთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც აღმოსავლეთის ვენეცია.
 
ტურისტთა მომსახურებისათვის ბანგკოკში უამრავი გასართობია: ესენია ღამის კლუბები და ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, პარკები, მუზეუმები, თეატრები, გალერეები, კინოთეატრები, მასაჟ სალონები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვ. გამომავალი გაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებენ ინფორმაციას საკონცერტო დარბაზების, კინოთეატრების, გამოფენების, შოუების რეპერტუარის შესახებ, ბანგკოკის ღამის ცხოვრებაზე (რესტორნები და კლუბები). ყურადრებას იმსახურებს ასევე ღირსშესანიშნაობები ბანგკოკის ირგვლივ დედაქალაქიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია დაბლობები, ბრინჯის ნათესებით. ამ რეგიონის ცენტრში ბანგკოკიდან 80კმ-ში მდებარეობს უძველესი ქალაქ აიუტაიის ნანგრევები, რომელიც 400 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ტაილანდის დედაქალაქს. იგი საბოლოოდ დაინგრა [[1767]] წელს ბირმელების მიერ.
== მემკვიდრეობა ==
 
* '''ბანგკოკი''' - ეროვნული მუზეუმი, ვან პოს ტაძართა კომპლექსი (XIX ს.), ლაჟვარდოვანი ბუდის ტაძარი (XVIII ს.), განთიადის ტაძრის კოშკი (104 მ), სამეფო სასახლე (XVIII ს.);
* ბუდისტური ტაძრები და კომპლექსები ნაკხონპატხომსა და ჩიანგმაიეში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons|Thailand|ტაილანდი}}
* [http://www.thaigov.go.th/ Thaigov.go.th]
* [http://www.parliament.go.th/files/mainpage.htm Thai National Assembly]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-t/thailand.html Chief of State and Cabinet Members]
* [http://www.mfa.go.th/ Mfa.go.th]
* [http://internet.nectec.or.th/webstats/internetmap.current.iir?Sec=internetmap_current Thailand Internet Information]
* [http://webhost.m-culture.go.th/en/ Ministry of Culture]
 
{{Link FA|th}}
{{Link GA|ar}}
 
[[ace:Muang Thai]]
[[af:Thailand]]