გორასამარხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Тумулус
clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB
ხაზი 4:
ჩვეულებრივ გორასამარხი ერთი პიროვნებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგჯერ წარჩინებულთა სამარხში კრძალავდნენ მის მეუღლეს, მონებს და მოახლეებს. ინვენტარის სიმდიდრით გამოირჩევა ტომთა ბელადებისა და მეფეთა გორასამარხები ([[სკვითები|სკვითური]] გორასამარხები ჩრდილოეთ [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთში]], [[ფრიგია|ფრიგიის]] მეფეთა სამარხები გორდიონში და სხვ.) ზოგი გორასამარხი გვარის რიგითი წევრების სამარხებსაც ფარავს (გრძელი ყორღანები [[რუსეთი|რუსეთში]], [[ტყვიავის გორასამარხი|ტყვიავისა]] და [[ქორეთის გორასამარხი|ქორეთის]] გორასამარხები საქართველოში).
 
გორასამარხებში თითქმის ყოველთვის გვხვდება აღაპის ნაშთები; ხშირია დაკლული საქონლის ჩატანების შემთხვევებიც. ზოგჯერ მთავარი მიცვალებულის და მის თანმხლებთა სამარხების გარდა გორასამარხის ყრილში გვხვდება გვიანდელი ე. წ. ჩაშვებული სამარხები. ადრინდელ ხანაში გორასამარხები ჩვეულებრივ ჯგუფებად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგი გორასამარხი განმარტოებით იდგა. გვიანდელ ხანაში გვხვდება გორასამარხების ძალიან დიდი ჯგუფები. მაგ. [[სმოლენსკი|სმოლენსკთან]] (რუსეთი), [[ზასლავლი|ზასლავლში]] ([[ბელარუსი]]). გორასამარხები გავრცელებულია თითქმის მთელსმთელ მსოფლიოში. [[კასპიის ზღვა|კასპიისა]] და შავიზღვისპირეთის ველებზე და ჩრდილოეთ [[კავკასია]]ში აღმოჩენილია გვიანდელი [[ნეოლითი]]სა და [[ენეოლითი]]ს ხანის (ძვ. წ. IV-III ათასწლეული) გორასამარხები, მაგრამ ყველაზე მეტად გორასამარხი დამახასიათებელია ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ [[ევროპა]]სა და ცენტრალურ [[აზია]]ში გორასამარხები გვიანდელ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებამდე]] იყო გავრცელებული.
 
==გორასამარხები საქართველოში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორასამარხი“-დან