ანდრე ჟიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
მეგობრობდა [[პოლ ვალერი|პოლ ვალერთან]] და [[მარსელ დრიონი|მარსელ დრიონთან]]. 1880 წელს შექმნა პირველი ნაწარმოები „ანდრე ვალტერის დღიურები“, რომელიც მის დეიდაშვილსა და შეყვარებულს, მადლენ რონდოს მიუძღვნა. 1892 წელს დაწერა „ანდრე ვალტერის ლექსები“. 1895 წელს ჟიდი და რონდო დაქორწინდნენ.
 
ჟიდის ადრეული ნაწარმოებები [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტური]] იყო. მაგრამ 1893 წელს მისმა მოგზაურობამ ჩრდილოეთ აფრიკაში შეცვალა ჟიდის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობები“ იმის შესახებ, თუ როგორ წერს მწერალი რომანს. ეს ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურული მოდერნიზმის ნიმუშია. ჟიდის შემდეგი რომანი იყო „მიწიერი კერპები“ (1897 წ.). რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ფრანგ მწერლებზე, მათ შორის [[ალბერ კამიუ]]ზე. ჟიდის შემდეგი ნაწარმოებები იყო „საული“, „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე“ და „იმორალისტი“. პროზის პარალელურად ჟიდი ესსეებსაც წერდა და 1903 და 1911 წლებში ესეების ორი კრებული გამოსცა.
 
1909 წელს ჟიდმა და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს „ახალი ფრანგული ჟურნალი“, რომელთანაც ჟიდი 40-იან წლებამდე აქტიურად თანამშრომლობდა და რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფრანგულ ჟურნალად იქცა.
 
{{DEFAULTSORT:ჟიდი, ანდრე}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრე_ჟიდი“-დან