ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: fa:بمباران اتمی هیروشیما و ناگاساکی
ხაზი 128:
 
 
ამერიკის შეერთებული შტატები ელოდებოდა რომ მესამე ატომური ბომბი აგვისტოს მესამე კვირაში იქნებოდა მზად, სექტემბერში კიდევ სამი დამზადდებოდა და ოქტომბერში შემდეგი სამი. 10 აგვისტოს გენერალმა ლესლი გროესმა, ”მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელმა მემორანდუმი გაუგზავნა არმიის გენერალს, აშშ არმიის გენერალური შტაბის უფროსს ჯორჯ მარშალს სადაც იგი წერდა რომ: ”შემდეგი ბომბი.......დაბომბვისათვის მზად უნდა იყოს პირველივე ხელსაყრელი ამინდისთანავე 17 ან 18 აგვისტოს შემდეგ”. იმავე დღეს მარშალმა დაამტკიცა მემორანდუმი შემდეგი შენიშვნით: ”ბომბი პრეზიდენტის ნებართვის გარეშე არ უნდა ჩამოვარდეს”. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროში კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე თუ ატომური ბომბები უნდა შეენახათ იაპონიაში შეჭრამდე (”ოპერაცია ჩამოგდება”, ინგ. Operation Downfall) თუ არა. ”პრობლემა დღესდღეისობითდღესდღეობით (13 აგვისტოსთვის) არის ის რომ თუკი იაპონელები არ დანებდებიან, ჩვენ ატომური ბომბები მათი დამზადებისთანავე ჩამოვაგდოთ თუ დავაგროვოთ (ატომური ბომბები) და ჩამოვყაროთ ისინი იაპონიაში არა ერთი დღის, მაგრამ შედარებით მოკლე ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდგომი სამიზნეების ამორჩევა-რომლები უნდა შეირჩეს? ისინი რომელთა დანგრევა ხელს შეგვიწყობს იაპონიაში შეჭრისათვის თუ ისინი რომელთა განადგურება მორალურ, ფსიქოლოგიურ და სამრეწველო შედეგს მოიტანს? რომელი უფრო მნიშვნელოვანია-ტაქტიკური შედეგი დაბომბვისას თუ სტრატეგიული?”
 
 
== იაპონიის კაპიტულაცია და ამერიკული ოკუპაცია ==