ტალინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 90:
ალექსანდრე ნეველის ტაძართან ახლოს აღმართულია ინგერმანლანდიური და შვედური ბასტიონები–ჰარიუ მიაგი და ლინდა მიაგი შესაბამისად. (ინგერმანლანდია–ისტორიული მხარე ფინეთის უბის სანაპიროზე ფინეთის საზღვრიდან ესტონეთის საზღვრამდე. დღეს რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ჩრდილო და ჩრდილო–დასავლეთი რაიონები). ორივე 1710 წლით თარიღდება და ორივეს თითქმის მთლიანად აქვთ შემორჩენილი პირვანდელი ფორმა. აქვე, ლინდა მიაგზე (ლინდას ბორცვი) აღმართულია ლინდას–ესტონეთის ეროვნული პოესის გმირის, ესტონეთის პირველი დედოფლის–ლეგენდარული მეფე კალევის მეუღლის და მეფე კალევიპოეგის დედის ქანდაკება. (1920. არქ. ა. ვაიცენბერგი). ბორცვის ძირას განლაგებულია სკვერი ჰირვეპარკი (ირმების ბაღი). აქ 1987 წლიდან იმართებოდა პირველი თავყრილობები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ.
 
ჰარიუმიაგზე აღმართულია შთამბეჭდავი კოშკი–ქიეკ ინ დე ქოიკი. ამ სახელწოდების ზუსტი თარგმანი ქართულად ცოტათი რთულია. ის შეიძლება გადმოიცეს როგორც ,,შეჭვრეტა სამზარეულოში." კოშკის სიმაღლე 45 მეტრია, კედლების სისქე კი 4 მეტრს აღწევს. აშენდა 1475–1483 წლებში ქალაქის სამხრეთ–დასავლეთ რაიონების დასაცავად. ეს ბასტიონი უამრავი ჭირ–ვარამის მომსწრეა–ალყა 1577 წელს ლივონიის ომებისას, როდესაც სანახევროდ დაინგრა. შემდეგ რესტავრირდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმისთვის რომ XVII-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთის ომისას კვლავ დაზიანებულიყო. დღესდღეისობითდღესდღეობით იგი ტალინის ფორტიფიკაციათა მუზეუმს მასპინძლობს. ეზოში დგას ლივონიის ომებიდან შემორჩენილი 6 ზარბაზანი.
 
== ალექსანდრე ნეველის ტაძარი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტალინი“-დან