ანბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ძველმა ბერძნებმა საკუთარი ანბანი სემიტური ანბანის ფინიკიურ ვარიანტზე დაყრდნობით შექმნეს შეინარჩუნეს რა ასოების თავდაპირველი თანამიმდევრობა. მრავალი მეცნიერის მტკიცებით ეს განხორციელდა ჩვ. წელთაღრიცხვამდე XI ს., თუმცა საერთო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და VIII საუკუნესაც ასახელებენ, როდესაც სავარაუდოდ იყო შესრულებული უძველესი, დღემდე ნაპოვნი, ძველი ბერძნული წარწერა, ღვინის ხელადაზე. ძველმა ბერძნებმა პირველებმა გამოხატეს ხმოვნები ასოების საშუალებით, ხმოვნები ძველ ფინიკიურ ანბანში ასოებით არ აღინიშნებოდა. ძველმა ბერძნებმა ფინიკიურ ანბანს დაამატეს ოთხი ასო: ფი, ფსი, ხი და ომეგა და საერთო ჯამში ასოების რაოდენობამ 24 შეადგინა. თავდაპირველად ძველი ბერძნები მისდევდნენ ჩანაწერის სისტემას, ბუსტროფედონს. ბუსტროფედონით წერისას პირველი ხაზი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე მე–5 საუკუნეში კი მარჯვნიდან მარცხნივი მიმართულება კანონიკურ სახეს იღებს ბერძნულ დამწერლობაში.
 
ძველი ბერძნული ანბანიდან წარმოშობილ ანბანთა შორის გამოსარჩევია ეტრუსკული ანბანი, რომელმაც თავის მხრივ ლათინური ანბანის დასაბამი შექმნა. უძველესი ლათინური წარწერა, დღესდღეისობითდღესდღეობით აღმოჩენილ წარწერათა შორის, განეკუთვნება ჩვ. წ.აღ–მდე მე–6 საუკუნეს. ძველ რომაელთა დაპყრობითმა პოლიტიკამ კი შემდგომში ლათინური ანბანი დასავლეთ ევროპაში აღმოცენებული ყველა ენის საბაზისო ანბანად აქცია.
ძველმა რომაელებმა ძველი ბერძნულიდან და ეტრუსკულიდან მხოლოდ 21 ასო ისესხეს, ლათინური ენის ბგერების გადმოსაცემათ. ძველი ბერძნული იფსილონი და ძეტა ლათინურში საჭირო არ იყო, თუმცა ბერძნული კულტურიდან რომაელებმა იმდენად ბევრი სიტყვა ისესხეს, რომ შემდგომში იძულებულები გახდნენ ხსენებული ასოები ლათინურში დაენერგათ ნასესხები სიტყვების ჩასაწერად. ამ ასოებმა საბოლოოდ ანბანის ბოლოში დაიდეს ბინა (X da Y).