ქართველთა ეთნარქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქართველთა ეთნარქები''', ლეონტი მროველის მიერ [[ქართლის ცხოვ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართველთა ეთნარქები''', [[ლეონტი მროველი]]ს მიერ [[ქართლის ცხოვრება|"ქართლის ცხოვრებაში]]" მოხსენიებული ლეგენდარული გმირები: თარგამოსის ძე ქართლოსი; ქართლოსის ძენი - მცხეთოსი, [[გარდაბოსი]], კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი; მცხეთისმცხეთოსის ძენი - უფლოსი, ოძრხოსი და ჯავახოსი, რომელთაც თავიანთი კუთვნილი მიწა-წყალი მიიღეს მამებისაგან. ქართლოსს მიუღია თარგამოსისაგან ტერიტორია, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა [[ჰერეთი]] და მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით - პონტოს ზღვა, სამხრეთით - მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით - ღადოს მთა (კავკასიონის განშტოება); მცხეთოსს - მიწა-წყალი არაგვის დასავლეთით, სპერის ზღვამდე; გარდაბოსის ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით - ქ. გაჩიანი, სამხრეთით - მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით - მტკვარი.
 
კახოსის მიწა-წყალი ყოფილა კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყე-ტბამდე; კუხოსისა - არაგვიდან ჰერეთამდე, კახეთის მთასა და მტკვარს შორის; გაჩიოსისა სკვირეთის მდინარიდან, ვიდრე აბოცის თავამდე; უფლოსისა - არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე; ოძრხოსისა - ტასისკარიდან სპერის ზღვამდე; ჯავახოსისა - ფარავნიდან მტკვრის სათავემდე.