სისხლის სამართალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
==სისხლის სამართლის მიზნები==
 
სასჯელის საშუალებით სისხლის სამართალი გარკვეულ მიზნებს ისახავს. სისხლის სამართლის მიზნები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის სახელმწიფოა ან/და რა ტიპის საზოგადოებაა მოცემულ სახელმწიფოში. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების სისხლის სამართალში შემდეგი ხუთი მიზანი დომინირებს: სამაგიეროს გადახდა, პრევენცია, ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა, რეაბილიტაცია და [[რესტიტუცია]].
 
* '''სამაგიეროს გადახდა''' — სისხლის სამართლის ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, რადგანაც დამნაშავემ დანაშაულის ჩადენით დაუმსახურებელი უპირატესობა მოიპოვა ან/და ზიანი მიაყენა სხვებს, მას ამისთვის სათანადო უნდა მიეზღოს.
 
* '''პრევენცია''' — მიმართულია დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ. თუ ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ დაისაჯა მეორე ადამიანი სისხლის სამართლის დარღვევისთვის (მაგალითად მკვლელობისთვის) იგი შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ზოგადი პრევენცია) ან თავად დამნაშავე, რომელმაც თავად გამოსცადა სასჯელი, სხვა სასჯელის შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ინდივიდუალური პრევენცია).
 
* '''ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა''' — თუ სასჯელის საშუალებით დამნაშავის ძირითადი საზოგადოებიდან იზოლირება მოხდება, საზოგადოება დაცული იქნება მის მიერ დანაშაულის მომავალი ჩადენისგან.
 
* '''რეაბილიტაცია''' — მიზნად ისახავს დამნაშავის გამოსწორებას და ძირითად საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნებას. აღნიშნული მიზანი მეტნაკლებად დაკავშირევულია ინდივიდუალურ პრევენციასთან, რადგან საზოგადოების გაჯანსაღებული წევრისგან ნაკლებად მოსალოდნელია დანაშაულის ჩადება.
* '''რესტიტუცია''' — არის დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული სასჯელის თეორია, რომლის მიხედვით დანაშაულის მსხვერპლს უნაზღაურდება მიყენებული ზიანი. თუმცა, აღნიშნული მიზნის რეალიზების მექანიზმებს ცალკეულ სახელმწიფოებში ახდენს [[სამოქალაქო სამართალი|სამოქალაქო სამართალი]].
 
 
==სისხლის სამართლის წყაროები==