მიხეილ შენგელია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
==ბიოგრაფია==
 
[[1939]] წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, განაწილებით დაიწყო მუშაობა [[სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკაში]] ექიმ-ოფთალმოლოგად, [[1941]] წლიდან, როგორც მოხალისე, მოაწილეობდა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]]. დაიჭრა რამდენჯერმე და დემობილიზებული იქნა. [[1943]] წლიდან სხვადასხვა დროს იყო საქართველოში არსებული ევაკოჰოსპიტლების ექიმი–ოფთალმოლოგი, ქირურგი, განყოფილების გამგე, ჰოსპიტლის უფროსის მოადგილე. ომის შემდგომ წლებში აქტიურად მოღვაწეობდა ოფთალმოლოგიაში. [[1946–1954 ]]წლებში ქ.ცხაკაიას საავადმყოფო–პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე, ხოლო [[1954–1956]] წლებში საქართველოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ნეიროოფთალმოლოგი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია.
 
[[1956]]–[[1974]] წლებში ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ქართული მედიცინის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია.