მაჰმადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 4:
ტრადიციული მუსლიმანური [[ბიოგრაფი|ბიოგრაფების]] მიხედვით მუჰამედი დაიბადა [[570]] წელს [[მექა]]ში და გარდაიცვალა [[632]] წლის 8 ივნისს [[მედინა]]ში, თანამედროვე [[საუდის არაბეთი]]ს ჰეჯაზის რეგიონში. სახელი ''მაჰმადი'' არაბულად ნიშნავს "განდიდებულს". [[ისლამი|ისლამში]] მუჰამედი ცნობილია როგორც "წინასწარმეტყველი" და "მაცნე". ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც "წინასწარმეტყველთა ბეჭედს".
 
მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ [[VIII საუკუნე]]ში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო [[იუდაიზმი|იუდაისტურ]], ქრისტიანულ [[მონოთეიზმი|მონოთეიზმს]] და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. მდიდარი [[მექა|მექელი]] ვაჭრის ქვრივზე ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-[[ეთიკა|ეთიკური]] პრობლემებისათვის.(ასევე მას ჰყავდა 15 ცოლი) გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით [[609]] (ან [[610]]) [[რამადანი]]ს თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა [[ხალხი]]სათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.
 
მაჰმადი თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ გადასულიყო იასრიბში (მედინაში). [[630]]-[[631]] წლებში [[მუსლიმანები|მუსლიმანებმა]] მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არა [[არაბეთი]]ს სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური [[თეოკრატია|თეოკრატიული]] [[სახელმწიფო]]ს მეთაური.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰმადი“-დან