ჟაკერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
 
==აჯანყების მსვლელობა==
 
აჯანყება დაიწყო [[1358]] წლის 28 მაისს ბოვეზის ოლქში მდებარე სოფ. სენ-ლე-დ’ესერანში და მოიცვა [[ილ-დე-ფრანსი], პოკარტიე, პონტიე, ქვემო ნორმანდია, შამპანი და სხვა. ქალაქების დემოკრატიული ფენები თანაუგრძნობდნენ ჟაკერიას, მაგრამ შეძლებული მოქალაქეები, რომელთაც ქალაქებში ძალაუფლება ეპყრათ, გლეხთა აჯანყებას მტრულად შეხვდნენ და მას მხარი არ დაუჭირეს. უდიდეს სიძლიერეს ჟაკერიამ მიაღწია ბოვეს ოლქსა და ქალაქების [[კლერმონი]]ს, [[კომპიენი]]სა და [[სანლისი]]ს მიდამოებში, სადაც მოქმედებდა ამბოხებულთა უდიდესი რაზმი ბოვეს ოლქის სოფელ მელოს მცხოვრების [[გილიომ კალი]]ს მეთაურობით. მოძრაობა სტიქიურ ხასიათს ატარებდა, ხალხი ცუდად იყო შეიარაღებული. გილიომ კალმა დახმარებისათვის მიმართა პარიზის აჯანყების ხელმძღვანელს ეტიენ მარსელს, რომელმაც გლეხებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარიზელთა რაზმებმა გლეხებთან ერთად რამდენიმე ციხე დაანგრიეს, პარიზელები უკან დაბრუნდნენ და ბედის ანაბარა მიატოვეს გლეხები.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟაკერია“-დან