რეიმსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hy:Ռեյմս
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 47:
}}
'''რეიმსი''' ({{lang-fr|Reims}}) — [[ქალაქი]] აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 188,078 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეცამეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 4,010 ადამიანი. ფართობი 46.9 კმ². ვრცელდება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 80–135 მ სიმაღლეზე. რეიმსიდან 129 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქი [[პარიზი]]. დასახლებულ პუნქტში არის რომაული ეკლესია, ყოფილი [[სენ-რემის მონასტერი]] და [[ტოს სასახლე]], რომელიც [[იუნესკო]]მ [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრობის სიაში]] შეიტანა. რეიმსი დაარსდა [[ძვ. წ. 80|ძვ.წ 80]] წელს. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა [[გალია|გალიის]] და შემდგომ [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] საფრანგეთში. ყველაზე ცხელი თვეებია [[ივლისი]] და [[აგვისტო]], ხოლო ყველაზე ცივი — [[იანვარი]] და [[თებერვალი]]. რეიმსი არის [[შამპან-არდენი|შამპან-არდენის რეგიონის]] და [[მარნა|მარნას დეპარტამენტის]] დასახლებული პუნქტი.
 
== ისტორია ==
რეიმსი თავდაპირველად [[კელტები|კელტური]] ტომის, [[რემები]]ს, დასახლება, შემდეგ რომის პროვინცია ბელგიკის ცენტრი იყო. ეწოდებოდა დუროკორტორუმი, შემდეგ – რემი. [[III საუკუნე|III საუკუნიდან]] იყო ეპისკოპოსის რეზიდენცია. [[V საუკუნე]]ში დაიპყრეს [[ფრანკები|ფრანკებმა]]. [[496]] წელს აქ ფრანკთა მეფე [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგმა]] [[ქრისტიანობა]] მიიღო; ამასთან იყო დაკავშირებული საფრანგეთის მეფეების რეიმსში მეფედ კურთხევის ტრადიცია (უკანასკნელად აქ [[1825]] წელს ეკურთხა [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]]). [[1139]] წელს მიიღო კომუნის უფლება. შუა საუკუნეებში რეიმსში ეწყობოდა დიდი ბაზრობები. ქალაქი ძლიერ დაზარალდა [[I მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] (1914-1918 წწ.), [[II მსოფლიო ომი]]ს (1939-1945 წწ.) დროს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. [[1945]] წლის 7 მაისს რეიმსში მიირეს [[ვერმახტი]]ს კაპიტულაცია დასავლეთის ფრონტზე.
 
== დაძმობილებული ქალაქები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეიმსი“-დან