რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: an:Mitolochía romana)
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, [[მუციუს სცევოლუსი|მუციუს სცევოლუსზე]], რომელსაც იგი ადარებს [[სკანდინავია|სკანდინავიურ]] [[ფრეირი|ფრეირს]], [[ჰორაციუს კოკლესი|ჰორაციუს კოკლესზე]], რომელსაც [[ოდინი|ოდინს]] ადარებს).
 
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო [[იტალია|იტალიის]] იმდროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი [[იანუსი]]ს მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე [[მუხა|მუხისგან]], მითი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, [[იტალიკები]]სთვის და [[გალები]]სთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს სცემდნენ ასევე სხვა ხეებს და ტევრებს. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდპატივსაცემად ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება [[რომულუსი და რემუსი]] და მუხის ხე [[კაპიტოლიუმი|კაპიტოლიუმზე]], რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
 
[[ფაილი:Polidoro da Caravaggio - Saturnus-thumb.jpg|thumb|სატურნი]]