გიორგი ჩუბინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
'''გიორგი ჩუბინაშვილი''' (დ. [[21 ნოემბერი]] (ძვ. სტ.), [[1885]] — გ. [[14 იანვარი]], [[1973]]) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.
 
დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა - დავით—დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა - საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა - ჯაჯანაშვილის ქალი იყო.<ref>გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება"„მეცნიერება“, 1977, გვ. 5-6</ref><br />
 
1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ "რეფორმატულ„რეფორმატულ სასწავლებელში"სასწავლებელში“, დაამთავრა 1905 წ.
1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად.
1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად.
1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში.
1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ<ref>გიორგი ჩუბინაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება"„მეცნიერება“, 1977, გვ. 34-35</ref>
 
სწავლობდა ფსიქოლოგიას [[ლაიფციგის უნივერსიტეტი|ლაიფციგისა]] და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში]], ქართულ, სომხურ, სპარსულ ფილოლოგიას — [[პეტერბურგის უნივერსიტეტი|პეტერბურგის უნივერსიტეტში]]. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი — საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“. იყო [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.
== ლიტერატურა ==
* ''წერეთელი გ''. უკვდავი მკვლევარი, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1973, # 1. გვ. 192
* ''გიორგი ჩუბინაშვილი'', ბიობიბლიოგრაფია, თბ., "მეცნიერება"„მეცნიერება“, 1977.
* ''ო.თაქთაქიშვილი'', გიორგი ჩუბინაშვილი, ძეგლის მეგობარი, 1973, # 31-32, გვ. 80-82
 
== ბიბლიოგრაფია ==
* ''გ. ჩუბინაშვილი'', ბოლნისების მდებარეობის საკითხისათვის, სსრკ მეცნ. აკადემიის საქ. ფილიალის მოამბე, ტ. I # 3, 1940
* ''Г. Чубинашвили'', Грузинское чеканное искусство, Тб., "Сабчота„Сабчота сакартвело"сакартвело“, 1959
* ''Г. Чубинашвили'', Архитекрура Кахетии, Текст, Тб., Изд-во Академии наук Груз. ССР, 1959
* ''Г. Чубинашвили'', Пути развития архитектуры Кахетии, М., Изд-во вост. литература, 1960
* ''Г. Чубинашвили'', Разыскания по армянской архитектуре, Т. I, Тб., "Мецниереба"„Мецниереба“, 1967
* ''Г. Чубинашвили'', Цроми, из истории грузинской архитектуры первой трети VII в., М., "Наука"„Наука“, 1969
 
== სქოლიო ==
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://science.org.ge/ გიორგი ჩუბინაშვილი, ბიბლიოგრაფია, "მეცნიერება"„მეცნიერება“, 1977.]
 
{{DEFAULTSORT:ჩუბინაშვილი, გიორგი}}