მოხოროვიჩიჩის ზედაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: en:Mohorovičić discontinuity
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Earth-crust-cutaway-numbered.svg|270პქ|მინი|დედამიწის კვეთი. მოჩანს მოხოროვიჩიჩის ზედაპირი, მონიშნულია როგორც 2]]
[[ფაილი:Gros Morne moho.jpg|270პქ|მინი|ოფიოლიტები, რომელიც ორდოვიციულში ჩაწოლილი იყო „მოხოში“; შემდეგ, ტექტონიკური ძალების შედეგად ამოიზიდა ზედაპირზე]]
'''მოხოროვიჩიჩის ზედაპირი''' ('''მოხოროვიჩიჩის საზღვარი'''; როგორც წესი ეწოდება '''მოხო''', ან უბრალოდ M)<ref name="edc">[http://www.edudic.ru/geo/9403/ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი. გეოლოგიური ლექსიკონი]</ref> — გამყოფი ზედაპირი [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქსა]] და [[დედამიწის მანტია|მანტიას]] შორის, რომელიც დადგენილია [[სეისმოლოგია|სეისმოლოგიური მონაცემებით]]. გრძივი სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარე მოხოროვიჩიჩის ზედაპირზე გადასვლისას (ზემოდან ქვემოთ) ნახტომისებურად იზრდება 6,7-7,6-იდან 7,9-8,2 კმ/წმ-მდე, ხოლო განივი ტალღებისა — 3,6-4,2-იდან 4,4-4,7 კმ/წმ-მდე.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Мохоровичича%20поверхность/ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref> სხვადასხვა [[გეოფიზიკა|გეოფიზიკური]], [[გეოლოგია|გეოლოგიური]] და სხვა მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ნახტომისებურად უნდა იცვლებოდეს ნივთიერებათა სიმკვრივეც: 2,9-3,0-იდან 3,1-3,5 ტ/მ³-მდე. ვარაუდობენ, რომ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი ერთმანეთისაგან ყოფს სხვადასხვა ქიმიური, შედგენილობის ფენებს.
 
სახელი ეწოდა ხორვატელი მეტეოროლოგისა და გეოფიზიკოსის [[ანდრია მოხოროვიჩიჩი]]ს პატივსაცემად, რომელმაც [[1909|1909 წელს]] პირველმა დაადგინა ამ საზღვართან დაკავშირებული [[სეისმური ტალღები]].<ref>[http://dic.academic.ru/dic.nsf/ntes/3583/ПОВЕРХНОСТЬ მოხოროვიჩიჩის ზედაპირი. სამეცნიერო-ტექნიკური ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref> ზოგიერთ უნიკალურ რაიონში მოხოროვიჩიჩის ზედაპირი სუსტად არის გამოხატული, ფიზიკური პარამეტრები [[ვერტიკალი|ვერტიკალზე]] იცვლება თანდათანობით რამდენიმე [[კილომეტრი]]ს ინტერვალში.<ref name="edc" />