მოხოროვიჩიჩის ზედაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 270პქ|მინი| 270პქ|მინი| '''მოხო...
 
No edit summary
ხაზი 5:
სახელი ეწოდა ხორვატელი მეტეოროლოგისა და გეოფიზიკოსის ანდრია [[მოხოროვიჩიჩი]]ს პატივსაცემად, რომელმაც [[1909|1909 წელს]] პირველმა დაადგინა ამ საზღვართან დაკავშირებული სეისმური ტალღები. ზოგიერთ უნიკალურ რაიონში მოხოროვიჩიჩის ზედაპირი სუსტად არის გამოხატული, ფიზიკური პარამეტრები [[ვერტიკალი|ვერტიკალზე]] იცვლება თანდათანობით რამდენიმე კილომეტრის ინტერვალში.
 
მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ბუნებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. გეოფიზიკური მონაცემების მიხედვით, მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ქვემოთ ვრცელდება ან ულტრაფუძე შედგენილობის ზედაპირი (პერიდოტიტების ტიპი), ან ძირითადი შედგენილობის მჭიდრო ზედაპირი — ეკლოგიტები. მოხოროვიჩიჩის ზედაპირი [[ოკეანის საგები]]ს ქვეშ 5-იდან 10 კმ-მდე ვრცელდება, ხოლო კონტინეტური ქერქიდან 20-იდან 90 კმ-მდე, საშუალოდ 35 კმ-მდე. ბურღვით მოხოროვიჩიჩის ზედაპირამდე მიღწევის რამდენიმე ცდა განხორციელდა [[XX საუკუნე]]ში, თუმცა უშედეგოდ.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელდა პროექტი „მოხოლე“, აღსანიშნავია აგრეთვე [[კოლის ზეღრმა ჭაბურღილი]], ყოფილ [[სსრკ]]-ში. ამ პროექტების ძირითადი დანიშნულება იყო მოხოროვიჩიჩის ზედაპირის გამოკვლევა.