ბოტანიკური ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: tg:Боғи гиёҳшиносӣ
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Orto botanico di Pisa - general view.JPG|thumb|right|200px|<center>[[პიზის ბოტანიკური ბაღი]], [[პიზის უნივერსიტეტი]]ს მფლობელობაში. [[ლუკა გინი]]ს სახელობის, პირველი ბოტანიკური ბაღი. დაარსებულია 1544 წელს.]]
 
'''ბოტანიკური ბაღი''' — [[ფართობი]], რომელიც წარმოადგენს კარგად მოვლილ მცენარეთა ფართო სპექტრს და, სადაც თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. აქ შეიძლება შევხვდეთ ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებს, როგორიცაა: [[კაქტუსისებრნი|კაქტუსები]] და [[სუკულენტი|სუკულენტები]], [[ბაღჩა|ბაღჩები]], სპეციალური მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში, ასევე შეიძლება განთავსებული იყოს [[სათბური|სათბურები]], ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებით გაშენებული, როგორიცაა: [[ტროპიკი|ტროპიკული]], [[ალპური მცენარე|ალპური]] ან სხვა [[ეგზოტიკური მცენარე]]ები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს ტურებს, საგანმანათლებლო ჩვენებებს, [[გამოფენა|გამოფენებს]], წიგნის ოთახებს, ღია ცის ქვეშ თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს და სხვა გართობებს.
 
ხშირად, ბოტანიკურ ბაღებს ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტები ან სხვა სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად, დაკავშირებულნი არიან [[ჰერბარიუმი | ჰერბარიუმთან]] და სამეცნიერო კვლევით პროგრამებთან [[მცენარეთა სისტემატიკა]]ში ან ბოტანიკური მეცნიერების სხვა ასპექტში. პრინციპში, მათ როლს წარმოადგენს შეინარჩუნონ ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ რესურსებზე და სპეციალურ ინტერესებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ბაღში.