გეოსფეროები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Earth-crust-cutaway-ka.svg|მინი|320პქ|მარჯვნივ|დედამიწის სტრუქტურა]]
'''გეოსფეროები''' — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=8678 გეოსფეროები – უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: [[დედამიწის ატმოსფერო]], [[ჰიდროსფერო]], [[დედამიწის ქერქი]], [[დედამიწის მანტია]] და [[ბირთვი]]. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები ([[დედამიწის ატმოსფერო|ატმოსფერო]]ს ქვედა ნაწილი, მთელი [[ჰიდროსფერო]] და [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილი), [[ბიოსფერო]]ს უწოდებენ.<ref>[http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%93%D0%B5%D0%BE%D1%81%D1%84%D0%B5%D1%80%D1%8B/ გეოსფეროები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref> ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია [[დედამიწის მანტია]], რომელიც 5–755-75 კმ სიღრმეზე [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქს]] გამოეყოფა [[მოხოროვიჩიჩის ზედაპირი]]თ.<ref name="gsf">[http://enc-dic.com/enc_geo/Geosfer-3476.html გეოსფეროები – გეოგრაფიული ენციკლოპედია]</ref> მანტიის ზედა ნაწილთან ერთად [[დედამიწის ქერქი]] ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — [[ლითოსფერო]]ში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — [[ჰიდროსფერო]] და აიროვანი გარსი [[დედამიწის ატმოსფერო|ატმოსფერო]].<ref name="gsf" /> პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქს]] შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და [[დედამიწა]]ს აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული [[მრავალწლოვანი მზრალობა|მრავალწლოვანმზრალი ქანების]] ფენას — [[კრიოსფერო]] ეწოდება, ხოლო [[ხმელეთი]]ს ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — [[პედოსფერო]].<ref name="gsf" />
 
==იხილეთ აგრეთვე==