გლადიატორი (2000 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
მოქმედება ვითარდება ჩვენი წელთაღრიცხვით 180 წელს. [[მარკუს ავრელიუსი]]ს ლეგიონები ემზადებიან გერმანელ ბარბაროსებთან საბღძოლველად. არც იმპერატორს და არც გენერალ მაქსიმუსს არ სურს სისხლისღვრა, მაგრამ მტერი ვერ ეგუება თავიანთი ქვეყნის მონობას და გამოჰყავთ ჯარი ტყიდან. დიდხნიანი, სასტიკი ბრძოლის შემდეგ რომაელები იმარჯვებენ.
 
ამ დროისათვის რომაელების ბანაკებში მივლენ მარკუს ავრელიუსის შვილები [[კომოდუსი]] და ლუცილა. კომოდუსი ფირობს, რომ მის მოხუც მამას სურს მეფობა მას გადასცეს. არადა მარკუს ავრელიუსს სურს მეფობა მაქსიმუსს გადასცეს, რადგან მას შეუძლია დაუბრუნოს რომს ძველი დიდება. მაქსიმუსს არ სურს მეფობა მას უბრალოდ თავის ოჯხში დაბრუნება უნდა, მაგრამ მეფას პირდაპირ პასუხს არ ეტყვის და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. ამ ამბის გაგების შემდაგ კომოდუსი ბალიშით გაგუდავს მამამისს და მეომრებს უბრძანებს მაქსიმუსის მოკვლას, მაგრამ გენერალი გაქცევას შეშძლებსშესძლებს, თუმცა დაიჭრება.
 
გენერალი მიაღწევს სახლამდე, მაგრამ სახლი გადამწვარი და ცოლ–შვილი მხეცურად მოკლული დახვდება. ცოლ–შვილის დამარხვის შემდეგ დაჭრილი მაქსიმუსი გონებას დაკარგავს და მონათმფლობლისმონათმფლობელის ხელში აღმოჩნდება. მაქსიმუსს [[გლადიატორი|გლადიატორად]] აქცევენ და რომში ათასობით ხალხის თვალწინ ბრძოლას აიძულებენ. მალე მისი საბრძოლო ოსტატობა სახელს მოუტანს.
 
ამ დროს რომში ჩამოდის კომოდუსი, რომელსაც არც ხალხში და არც სენატში ავტორიტეტი არ გააჩნია. ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად ის აღადგენს ძვირადღირებულ ორთაბრძოლებს და ხალხს პურს ურიგებს, რაც საერთო ჯამში რომის ეკონომიკას დააქვეითებს. მეფე დაიწყებს გლადიატორების შეგროვებას, მათ შორის მალე მაქსიმუსიც აღმოჩნდება. პირველივე ბრძოლაში გენერალი იმპერატორის ყურადღებს იქცევს. მეფის წინაშე მაქსიმუსი თავის ნამდვილ სახელს იტყვის და შურისძიებას შეპირდება. კომოდუსი ვერ ბედავს მის მოკვლას, რადგან ხალხს უყვარს მაქსიმუსი და მისი სიკვდილით ის აჯანყებას გამოიწვევს. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ხალხი ყოფილ გენერალს „რომის გადამრჩენელს" შეარქმევს.