რიო-დე-ჟანეირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "PAULO_COELHO.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ INeverCry-ს მიერ. მიზეზი: missing permission as of 19 December 2012.
ხაზი 632:
რიოსათვის გეოგრაფიულად ყველაზე უახლოესი დობილი ქალაქია [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] მეორე მხარეს მდებარე [[ნიტეროი]]. ნიტეროისა და მის შემოგარენში — [[სან-გონსალუ]]სა და [[მარიკა (რიო-დე-ჟანეირო)|მარიკა]]ში მცხოვრები მრავალი ადამიანი ყოველდღიურად მოძრაობს რიო-დე-ჟანეიროში, სასწავლად თუ სამუშაოდ. რიოს ცენტრსა და ნიტეროის რამდენიმე საბორნე მომსახურება აკავშირებს ერთმანეთთან.
 
რიო-დე-ჟანეიროს მთელს [[ბრაზილია]]სა და [[სამხრეთ ამერიკა]]ში უძველესი ელექტრო-ტრამვაის სისტემა გააჩნია,<ref>[http://www.flickr.com/photos/soldon/sets/72157621419913875/ Bonde de Santa Teresa - a set on Flickr<!-- Bot generated title -->]</ref> რომელსაც დღეს უფრო მეტად [[ტურიზმი|ტურისტები]] იყენებენ, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები. სანტა-ტერეზას ტრამვაის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალებაა ქალაქში გადასაასგილებლადგადასაადგილებლად. ტრამვაის სადგური მუნიციპალური თეატრის სიახლოვეს მდებარეობს. მატარებელი ყოველ ნახევარ საათში, დილის 6:00-დან საღამოს 11:00-მდე გადაადგილდება. ბილეთის ფასი მხოლოდ BR$0,60 (US$0,35)-ია და მგზავრი მას ასვლისთანავე, სპეციალური ბარიერის გავლისას იღებს. სანტა-ტერეზას ელექტრო-ტრამვაიმ რიოში ფუნქციონირება [[1891]] წელს დაიწყო და ცხენებით მოძრავი ტრამვაი ჩაანაცვლა. შესაბამისად, გაფართოვდა გზაც. ტრამვაის მატარებლები ბრაზილიაშია წარმოებული; ვაგონში, მოწყობილია გადაჯვარედინებული გრძელ სკამები და ხელის ჩასაჭიდი ფეხზე მდგომ მგზავრთათვის.<ref>[http://world.nycsubway.org/latinamerica/santateresa.html Santa Tereza Tram] הכטן7מריכטד7ג</ref> მას შემდეგ, რაც [[2011]] წლის [[28 აგვისტო]]ს, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შვიდი ადამიანის სიცხოცხე იმსხვერპლა,<ref>[http://g1.globo.com/rio-de-janeiro/noticia/2011/08/bombeiros-confirmam-cinco-mortos-em-acidente-com-bonde-no-rio.html G1: Bombeiros confirmam cinco mortos em acidente com bonde no Rio]. Retrieved May 09, 2012.</ref> ტრამვაის მომსახურება გაუმჯობესების მიზნით შეწყდა და გაიხსნება [[2014]] წელს, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი]]სათვის. მიუხედავად ამისა, მაინც ფუნქციონირებს ორი ხაზი — სანტა-ტერეზადან ცენტრალური ზონისკენ.
 
ცენტრალურ ზონაში გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, პრეფექტურამ დაიწყო [[მეტროტრამი]]ს სისტემის პროექტი. მას ხუთი ხაზი ექნება დაცენტრალურ ბიზნეს-რაიონს სანტუს-დუმონტის აეროპორტთან და კიდევ რამდენიმე ადგილთან დააკავშირებს.<ref>[http://www.portomaravilha.com.br/web/esq/projEspVLT.aspx Porto Maravilha - Projetos Especiais - Veículo Leve sobre Trilhos]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიო-დე-ჟანეირო“-დან