ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 166:
 
===Yeni Cuma Camii===
[[File:Trabzon,YeniCuma1.jpg|მარცხნივ|thumb|ახალი პარასკევის მეჩეთი]]
 
„ახალი პარასკევის მეჩეთი“ წარმოადგენს გადაკეთებულ მონასტერს. მონასტერი IX საუკუნისაა და წმინდა ევგენიოსის სახელს ატარებდა. ის ციტადელის აღმოსავლეთით, 150 მეტრში დგას. მონასტრის აშენება ბრძანა [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილი II]]-მ მისი ტრაპიზონში ყოფნის დროს 1021-22 წლებში. კომნენოსთა მმართველობის დასაწყისში ეს ტაძარი ქალაქის მთავარი სიწმინდე გახდა. XIII საუკუნის ბოლოს მონასტრის ოდნავ ჩრდილოეთით ახალი და უფრო დიდი ტაძარი აშენდა. მისი დღეს დაფარული ქვის იატაკი 1291 წლით თარიღდება. 1340 წლის სამოქალაქო ომის დროს ორთავე ეკლესია დაიწვა. მალე [[ალექსი III კომნენოსი|ალექსი III-მ]] (1349–1390) ჩრდილოეთ მხარეს მდგომი ეკლესია ახალი ფორმით აღადგინა. 1461 წელს სწორედ ამ ეკლესიასთან აღავლინა ლოცვა სულთანმა მეჰმედ II-მ, რომელმაც ტრაპიზონი დაიპყრო და მმისივე ბრძანებით აშენდა მინარეთი, ხოლო ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა. ნაგებობა ჯვარგუმბათოვანი ფორმისაა. კედლები თეთრია, თუმცა თეთრი საღებავი XIV საუკუნის ფრესკებს ფარავს. 2000 წელს მეჩეთის სრული რესტავრაცია მოხდა.
 
===სოხურისომხური ტაძრები===
[[File:Hagia Anna2.JPG|thumb|წმინდა ანას ტაძარი]]
ქალაქის ყველაზე ძველი ეკლესია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, არის პატარა სომხური ტაძარი Küçük Ayvasıl Kilise. ის მდებარეობს ქალაქის საზოგადოებრივ ცენტრში შუა ციხის აღმოსავლეთით 200 მეტრში. სამხრეთის შესასვლელზე არსებული წარწერის მიხედვით გარე კედელი აშენდა 884-5 წლებში [[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილი I-ის]] მიერ. მთავარი ნავის სიგრძე 7,4, ხოლო სიგანე 6,6 მეტრია. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი აფსიდი აქვს. აფსიდებს თითო სარკმელი აქვთ, გარდა შუა აფსიდისა, რომელიც შედარებით მოზრდილია და სამი სარკმელი აქვს. თაღები იონიურ კაპიტელებზე დგას. ცენტრალური ნავი 2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სვეტები. ეკლესიას შესასვლელი კიბე სამხრეთის მხრიდან აქვს. ეს ტაძარი მეჩეთად არ გადაუკეთებიათ. ტაძარი მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში რესტავრირდა და კარგ მდგომარეობაშია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან