ანგლიკანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.73.223.84-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
==მომდევნო პერიოდი==
მერი ტიუდორის მეფობის დროს კათოლციზმი აღადგინეს. [[ელისაბედI]]–ის დროს "რწმენის 39 მუხლით"(1571) ანგლიკანური ეკლესია დაუახლოვდა კალვინიზმს. 1567 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიას გამოეყვნენ [[პურიტანები]]. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცისს დროს ანგლიკანური ეკლესია გააუქმეს(1643), ოფიციალურ რელიგიად იქცა [[პრესვიტერიანობა]] 1648 წლამდე, შემდეგ ინდეპენდეტობა. რესტავრაციის ხანაში პარლამენტის "ერთგვარობის აქტით" 1662 წლს ანგლიკანური ეკლესია აღადგინეს. 1791 წლიდან დაწესდა რწმენის თავისუფლება კათოლიკეთათვის. 1829 წელს მოხდა "კათოლიკეთა ემანსიპაცია". 1850 წლიდან ინგლისის კათოლიკეთა სამღვდელოებას სათავეში უდგას უესტმისტერის არქიეპისკოპოსი. ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლესიო იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი – კანტერბერის არქიებისკოპოსი. მას მოსდევს იორკის არქიეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები. ეპისკოპოსტა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი. გარდა ინგლისისა, ანგლიკანური ეკლესია დამოუკიდებლად არსებობს ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ–ში და სხვაგან. ანგლიკანელთა საეღტო რიცხვი 80 მილიონამდეა. ისინი ქმნიან ანგლიკნაური ეკლესიის კავშირს. 1867 წლიდან ანგლიკნაური ეკლესიის ეპისკოპოსები პერიოდილად იკრიბებიან ლონდონში, ე.წ. ლამბერთის(კენტერბერის არქიეპისკოპოსის სასახლე ლონდონში) კონფერენციებზე.
 
== ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგლიკანიზმი“-დან