პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
{{ქრისტიანობა}}
 
XIV საუკუნეში ინგლისში დიდი პოპულარულობა მოიხვეჭა ჯონ უიკლიფის ქადაგებებმა რომელიც რომის პაპის, ბერ-მონაზვნობის და სასულიერო პირების უზნეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მანვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია და გაავრცელა ხალხში. მისი სწავლება გავრცელდა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიასა და ჩეხეთში. ჩეხეთში რეფორმაციის ქადაგება და ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გავცრელება დაიწყო იან ჰუსმა, რომელიც 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს პაპისტებმა, რასაც შედეგად ჩეხი და ბოჰემიელი რაინდების პროტესტი ე.წ. protestatio Bohemorum და 15 წლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა კათოლიკებსა და ჩეხ რეფორმატორებს ([[იან ჟიჟკა]], [[პროკოპ დიდი]], [[სიგიზმუნდ კორიბუტი]]) შორის. კათოლიკებმა საერთო ჯამში 6 ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყეს ჩეხეთზე და შეძლეს რეფორმაციის გავრცელების შეჩერება როგორც ჩეხეთში, ისე პოლონეთში.
 
XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა ჰუმანისტური იდეოლოგია (ერაზმ როტერდამელი, იოჰან როიხლინი, ულრიჰ ფონ ჰუტენი), რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. 1517 წელს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა გამოაკრა კათოლიციზმის და ინდუგლენციებით ვაჭირობის საწინააღმდეგო „95 თეზისი“ ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიჰ ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი რეფორმატორებისა (თომას მიუნცერი, ჰანს ბულგენბაჰი) და კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526).