პორტუ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.3) (Robot: Modifying ms:Porto to ms:Porto, Portugal)
[[ფაილი:LocalPorto.svg|thumb|პორტუ ქვეყნის რუქაზე]]
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|755}}
'''პორტუ''' ''([[პორტუგალიური ენა|პორტ.]] Porto)'', თავიდან ერქვა '''პორტუს კალე''' -- ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება [[პორტუგალია]] . ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 263. 000 ადამიანს, აგლომერაციისა კი - 1. 551. 950-ს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში; ასევე, პორტოსპორტუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ნორტეს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდ. [[დუერო]]ს ჩრდ. სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს.
 
ქვეყანა პორტუგალია და [[პორტვეინი]] (პორტ.: Vinho do Porto) სახელს ამ ქალაქიდან იღებენ. პორვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. მისი სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს ღვინო ძველდება პორტუს სამხრეთით დობილი ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაიას ღვინის სარდაფებში. პორტვეინი მის დამახასიათებელ გემოს იღებს ბრენდისგან, რომელსაც მას ფერმენტაციის პროცესის განმავლობაში ამატებენ. ეს დანამატი იწვევს ფერმენტაციის შეჩერებას, რაც ყურძნის სიტკბოს შენარჩუნებას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგი სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბრიტანელ ვაჭართა მიერ, რომლებმაც ღვინოს ბრენდი დაამატეს უბრალოდ მისი ინგლისისკენ ხანგრძლივი ტრანსპორტირების განავლობაში შენარჩუნებისთვის.