ოსტგუთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying lv:Ostrogoti to lv:Ostgoti
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ostrogothic Kingdom.png|thumb|250px|ოსტგუთების სამეფო]]
'''ოსტგუთები''', ''ოსტგოთები, ოსტროგოთები, გროიტუნგები'' ({{lang-la|Ostrogothi ან Austrogothi}}; {{lang-el|Οστρογότθοι}}) — ძველი [[გერმანული ტომები|გერმანელი ტომის]] [[გუთები]]ს აღმოსავლური შტო. ახ. წ. [[III საუკუნე]]ში დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, [[დნეპრი|დნეპრსა]] და დონს შორის, ნაწილობრივ ყირიმში. IV საუკუნის II ნახევარში ოსტგუთებმა [[ერმანარიხი]]ს მეთაურობით შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებშიც გერმანელ ტომებთან ერთად სკვითურ-სარმატული და სლავური ტომებიც შედიოდნენ. [[375]] წელს [[ჰუნები|ჰუნებმა]] დაიმორჩილეს ოსტგუთები და მათი ძირითადი მასა ჰუნებთან ერთად დასავლეთისაკენ დაიძრა. ჰუნების იმპერიის დაშლის შემდეგ ([[453]]) ოსტგუთები დასახლდნენ [[პანონია]]ში აღმოსავლეთ რომის იმპერიის სუვერენობით. [[488]] წელს იმპერატორმა ზენონმა ოსტგუთები იტალიელი გამგებლის [[ოდოაკრი]]ს წინააღმდეგ მიმართა. ოსტგუთებმა [[თეოდორიხ დიდი|თეოდორიხის]] წინამძღოლობით გაანადგურეს ოდოაკრის დაქირავებული ჯარი და [[493]] წელს შექმნეს თავიანთი სამეფო ([[დედაქალაქი]] - [[რავენა]]). ოსტგუთების სამეფო მოიცავდა [[იტალია]]ს, [[სიცილია]]ს, [[ალპები]]ს მთისწინეთს, [[დალმაცია]]სა და [[პროვანსი|პროვანსს]]. მსოფლიო მონათმფლობელობის ყოფილ ცენტრში ოსტგუთების დასახლებამ დააჩქარა ოსტგუთებში თემურ-გვაროვნული წყობილების რღვევა და მონათმფლობელი არისტოკრატიის წარმოშობა. თეოდორიხის შემდეგ ბიზანტიის ორიენტაციის პოლიტიკას ატარებდა მისი ქალიშვილი [[ამალასუნთა]], რომლის მკვლელობა იმპერატორმა [[იუსტინიანე I]]-მა ოსტგუთების წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა (535). მიუხედავად ოსტგუთების და მათი მეფეების ([[ვიტიგისი]], 536-539; [[ტოტილა]], 541-552; [[ტეია]], 552) მედგარი წინააღმდეგობისა ბიზანტიის ჯარებმა ჯერ [[ველისარიუსი]]ს, შემდეგ კი [[ნარსესი]]ს სარდლობით გაანადგურეს ოსტგუტებისოსტგუთების სამეფო და მის დასახმარებლად მოსული ფრანკ-ალემანთა ლაშქარი ([[554]]).
 
==ოსტგუთების მეფეთა სია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსტგუთები“-დან