პონტოს სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
პონტოს სამეფოს აყვავებისა და ძლიერების ეპოქა [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორის]] (ძვ. წ. 120-63 წწ.) მეფობის ხანაა. მან მოახდინა საომარი ძალების რეორგანზაცია და დაიწყო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება. დაიპყრო [[ბოსფორის სახელმწიფო]], [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] აუზი, [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანი]] და მდინარე [[ყუბანი]]ს ქვემო წელი.
 
მითრიდატე VI ევპატორმა შემოიერთა [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთი]], საიდანაც გაჰქონდა ძელქვა, სელი, კანაფი, ცვილი და ლაშქრად გაჰყავდა კოლხი მხედრები და ზღვაოსნები. დაიმორჩილა [[მცირე არმენია]] და კავშირი შეკრა [[თრაკია|თრაკიასთან]], [[იბერია|იბერიასთან]], [[დიდი არმენია|დიდ არმენიასა]] და [[პართია|პართიასთან]]. დაიწყო I, ე. წ. მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89-85/84 წწ.) რომთან. ზედიზედ დაიპყრო გალატია, პაფლაგონია, კაპადოკია, შეიჭრა ბითინიაში. მისი ბრძანებით [[აზია]]ში გაჟლიტეს 80 ათასი რომაელი და იტალიელი. ჯარები გადასხა საბერძნეთში. მას მიემხრო ათენი. დაპყრობილ ოლქებში მონებს ათავისუფლებდა. მითრიდატე VI ევპატორის სოციალურმა პოლიტიკამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დიდკაცობის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელების გამარჯვებას [[ლუციუს კორნელიუს სულა]]ს მთავარსარდლობით.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტოს_სამეფო“-დან