პონტოს სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
 
== ისტორია ==
[[არიობარზანე პონტოელი|არიობარზანესა]] და [[მითრიდატე II (პონტო)|მითრიდატე II-ის]] მმართველობის დროს (ძვ. წ. III ს.) პონტოს სამეფოს მძიმე ბრძოლა ჰქონდა გალატიასთან. პონტოს სამეფოს გაძლიერება იწყება [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში [[ფარნაკე I]]-ის მმართველობის ([[ძვ. წ. 185]]-[[ძვ. წ. 169|169]] წწ.) დროს, რომელმაც [[ძვ. წ. 183]] წელს ხელში ჩაიგდო სინოპი<ref>თავის რეზიდენციად გამოაცხადა, მოგვიანებით იგი სატახტო ქალაქად იქცა.</ref> და ომი დაიწყო რომის მფარველობაში მყოფი პერგამონის სამეფოს წინააღმდეგ ([[ფარნაკეს ომი]]). მან წარმატებით დალაშქრა ბითინია, გალატია, პაფლაგონია და კაპადოკია. განმტკიცდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა ათენსა და კ. დელოსთან.
 
ქვეყნის ძლიერებისთვის ბევრს ზრუნავდა [[მითრიდატე V ევერგეტე]] (ძვ. წ. 150-120 წწ.), რომელსაც რომთან „მოკავშირეობა და მეგობრობა“ ჰქონდა. შექმნა დაქირავებულთა ჯარი ბერძნების ყაიდაზე, ბერძენი მეთაურებით და საზღვაო ფლოტის მშენებლობას შეუდგა. გააფართოვა ურთიერთობები [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], რომთან და შავი ზღვის კულტურულ ცენტრებთან.
ძლევამოსილებას აღწევს [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორის (პონტოელი)]] დროს, რომელიც ასევე მოიხსენიება პონტოს სამეფოს დამაარსებლად. მის სახელსვე მიეწერება რომაელების განდევნა [[მცირე აზია|მცირე აზიიდან]]. მისი პირველი წარმატებები, სტრატეგიულ საკითხში, იყო [[კოლხას სამეფო|კოლხას სამეფოს]] და [[ყირიმი]]ს დაპყრობა და პონტოს სამეფოსთან შეერთება.
 
პონტოს სამეფოს აყვავებისა და ძლიერების ეპოქა [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორის]] (ძვ. წ. 120-63 წწ.) მეფობის ხანაა. მან მოახდინა საომარი ძალების რეორგანზაცია და დაიწყო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება. დაიპყრო [[ბოსფორის სახელმწიფო]], [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] აუზი, [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანი]] და მდინარე [[ყუბანი]]ს ქვემო წელი.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტოს_სამეფო“-დან