თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა''' - შუააზიელი მხედართმთავრის [[თემურლენგი]]ს [[საქართველო]]ში [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|ლაშქრობების]] ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მიმდინარეობდა [[1400]] წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში, ძირითადად [[ქართლი]]ს ტერიტორიაზე.
 
== წინაპირობა==
 
[[1399]]-[[1400]] წლის ზამთარი თემურლენგმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემურლენგი 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი მეფეს]] ([[1393]]-[[1407]]) ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატონიშვილ [[თაჰერი]]ს გაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აოხრებით იმუქრებოდა. სპარსული წყაროების მიხედვით გიორგი მეფემ მოციქულს "უხეში პასუხი" გასცა. [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] გაგრძელების მიხედვით გიორგის ელჩისათვის განუცხადებია: {{ციტატა|მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ... უკეთუ არ აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი.}} გიორგი მეფის ამ ზედმეტად "გაბედულმა" პასუხმა, ცხადია, უაღრესად პატივმოყვარე თემურლენგი დიდად განარისხა. ის მთელი თვისითავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. მისი მიზანი საქართველოს მთლიანი განადგურება იყო. გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჩაუტარებია. მობილიზებული იყო ''"ყოველი საქართველო"'', დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც.
 
==მიმდინარეობა ==