პეტრეს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

რა თორა?!
(რა თორა?!)
პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა [[ავალიშვილები|ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს]]. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას.
 
[[XVI საუკუნე]]ში ოსმალთა მიერ [[თორა|თორისთორი]] დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.
 
==ლიტერატურა==