ოლღა მოციქულთასწორი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: de:Olga von Kiew)
No edit summary
წმინდანი იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, [[იგორი]]ს მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის ([[945]]) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, [[სვიატოსლავ I|სვიატოსლავის]] მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმინდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო [[კიევი]]ს მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...
 
ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმინდა [[ელია წინასწარმეტყველი]]ს სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური [[სახარება]]ც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც [[საბერძნეთი|საბერძნეთს]] მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმინდა სოფიასა და [[ვლაქერნობა|ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში]]... მისი გული გაიხსნა [[ქრისტე]]სთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმინდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა [[თეოფილაქტე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|თეოფილაქტემ]] ([[933]]-[[956]]) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - [[კონსტანტინე VII (ბიზანტია)|კონსტანტინე VII პორფიროგენეტი]] ([[912]]-[[959]]) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმინდა მოციქულთასწორი დედოფლის, [[კონსტანტინე დიდი]]ს დედის, [[მოციქულთასწორი ელენე|ელენეს]] (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი: „კურთხეულ{{ციტატა|კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა!}}
 
ოლღა დარჩა [[ბიზანტია]]ში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა და რამდენიმე ხუცესიც გამოიყოლა.