საქართველოს ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: სურათი:BOG_logo.jpg სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”, საქა...
(განსხვავება არ არის)

12:09, 9 მაისი 2007-ის ვერსია

ფაილი:BOG logo.jpg

სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”, საქართველოს წამყვანი უნივერსალური ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკის ”ბინსოცბანკის” ბაზაზე. იგი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის და სააქციო კაპიტალის მიხედვით. ბანკს სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 102 შეადგენს და იგი 400,000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და საინვესტიციო მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი-ბისიაი”-ს მეშვეობით, აგრეთვე აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის ”გალტ ენდ თაგარტ სიქიურითის” საშუალებით.

”საქართველოს ბანკს” აქვს შემდეგი საკრედიტო რეიტინგები:
”სტანდარდ ენდ პურს”-ისაგან: B+/B რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით
”მუდის”-ისაგან: B3/NP (უცხოური ვალუტა) და Baa3/P-3 (ადგილობრივი ვალუტა)
”ფიტჩრეიტინ”-ისაგან: B-/B პოზიტიური პერსპექტივით

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: საქართველო, თბილისი 0105, პუშკინის ქუჩა 3
ტელეფონი: 444 444
ფაქსი: 444 256
როიტერს დილინგი: BOGE
ელ. ფოსტა: customerservice@bog.ge
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის აქციის (GEB) ფასი საქართველოს საფონდო ბირჟაზე