აგრიგენტუმის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 24:
 
== ალყა ==
რომაელები ქალაქიდან 2,5 კმ-ში<ref>8 სტადიუმი პოლიბიუსთან.</ref> [[რომაული სამხედრო ბანაკი|დაბანაკდნენ]]. ივნისი იყო და რომაელები მიმოიფანტნენ ხორბლის მოსაგროვებლად. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და თავს დაესხნენ რომაელებს. ლეგიონები მათმა რკინის დისციპლინამ იხსნა. კართაგენელები დიდი დანაკარგებით უკუაქციეს.
 
რომაელები ორ ბანაკად დაბანაკდნენ, ერთი ქალაქის დასავლეთით, მეორე სამხრეთ აღმოსავლეთით. ბანაკები თხრილით იყო შეერთებული. პოლუბიუსის თანახმად ალყა 5 თვე გაგრძელდა. რომაელები წარმატებით იგერიებდნენ კართაგენელთა თავდასხმებს. როგორც ჩანს დიდი ბრძოლები არ ყოფილა. აგრიგენტუმში არანაკლედ 50 000 ჯარისკაცი იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა. 5 თვის შემდეგ ქალაქში უკვე სურსათის უკმარისობა იგრძნობოდა. ვინაიდან ქალაქი ზღვისგან მოშორებით იყო, ფლოტით მისი მომარაგება შეუძლებელი იყო. ჰანიბალ გისკო ახერხებდა კართაგენში ელჩების გაგზავნას დახმარების სათხოვნელად. კართაგენიდან მასთან ჰანონი წამოვიდა.
 
[[ლილიბეუმი|ლილიბეუმში]] ჩავიდა [[ჰანონი]], [[დიოდორე]]ს თანახმად მას 50 000 ქვეითი, 6 000 მხედარი და 60 სპილო ყავდა. [[პავლეპაულუს ოროზიუსი]]ს თანახმად მხოლოდ 30 000 ქვეითი და 1 500 მხედარი, ხოლო პოლიბიუსის თანახმად ჰანონს 50 სპილო ყავდა.
 
პოლიბიუსის თანახმად ჰანონის ჯარები ჰერაკლიუმისკენ დაიძვრნენ და აიღეს [[ერბესი]], სადაც რომაელთა სურსათის მარაგი ინახებოდა. ზონარას თანახმად ჰანონი პირდაპირ აგრიგენუმთან მოვიდა. შემდეგ აგრიგენტუმისკენ დაიძვრა, დაამარცხა რომაული მხედრები და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კმ-ში<ref>10 სტადიუმი</ref>. მტრებს შორის 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ ისე დაამძიმა, რომ, რომაელები უკვე ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ [[სირაკუზა|სირაკუზის]] [[ტირანი|ტირანმა]] [[ჰიერონ II]]–მ უშველა სურსათით. სურსათის პრობლემის გარდა რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გაძლიერებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა.