ომაიანთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 128:
 
==ისტორია==
[[ფაილი:Map of expansion of Caliphate.svg|მინი|300პქ|მარცხნივ|სახალიფოს დაპყრობები ომაიანების მმართველობის პერიოდში. {{legend|#a1584e|მუჰამედის დაპყრობები, 622–632}} {{legend|#ef9070|ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დაპყრობები, 632–661}} {{legend|#fad07d|ომაიანების სახალიფოს დაპყრობები, 661–750}}]]
ომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: [[უშრი]] (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და [[ხარაჯა]] არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] ბოლოს ხალიფა [[აბდ ალ-მალიქი|აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის]] დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხრეებთანმხარეებთან, სახელმწიფო ენად [[არაბული ენა|არაბული]] გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა [[სპარსული ენა|სპარსული]] და [[ბერძნული ენა|ბერძნული]] ენები. [[სასანიანები|სასანური]] და [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] მონეტები შეიცვალა [[ოქროს დინარი|ოქროს დინარებით]] და ვერცხლის [[დირჰემი|დირჰემებით]], რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდნობარაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – [[ჯიზია|ჯიზიის]] გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად [[700]] წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, ისლამის[[ისლამი]]ს გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც [[ომაიანები|ომაიანებმა]] ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. [[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვიტარებისვითარების გასანელებლად ხალიფა [[უმარ II]] ([[717]]-[[720]] წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს [[700]] წლის კანონი.
 
==ომაიანთა მმართველობის დასასრული ==