ტლატელოლკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Tlatelolco glyph.svg|thumb|right|ტლატელოლკოს სიმბოლო]]
'''ტლატელოლკო''' ({{ lang-nah|'Tlatelōlco}}, {{IPA|tɬa.te.'loːl.ko}}, ზოგჯერ გამოიყენებოდა, როგორც „ჰალტელოლკო“, „Xaltelolco“) — კოლუმბამდელი პერიოდის ქალაქი-სახელმწიფო ([[ალტეპეტლი]]) მეხიკოს ველზე. მისი მცხოვრებლები ცნობილი იყვნენ სახელით „ტლატელოლკა“. ისინი მექსიკაში [[XIII საუკუნეშისაუკუნე]]ში შეიჭრდნენ და შედიოდნენ [[ნაუატლი|ნაუატლზე]] მოსაუბრე ხალხების ჯგუფში. ისინი დასახლდნენ ტბა [[ტესკოკო (ტბა)|ტესკოკოს]] კუნძულზე, სადაც, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, დააარსეს თავიანთი ქალაქი. მეორე ჯგუფმა, ტენოჩკამ, სამხრეთ ნაწილში დააარსა ქალაქი [[ტენოჩტიტლანი]]. ტენოჩტიტლანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტლატელოლკოსთან, რადგან ამ უკანასკნელში არსებობდა დიდი ბაზარი — ვაჭრობის ცენტრი რეგიონში.
 
ამჟამად არქეოლოგიური ძეგლი [[მეხიკო]]ს მეგაპოლისის ტერიტორიითაა დაფარული. მიმდინარეობს გათხრები. ცენტრად ითვლება თანამედროვე სამი კულტურის მოედანი, რომელიც გარშემო შემოსაზღვრულია აცტეკური სიძველეებით, [[XVII საუკუნე| XVII საუკუნის]] სანტიაგოს ტაძრითა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამედროვე ოფისების კომპლექსით. [[2009]] წლის თებერვალში აღმოაჩინეს მასიური ნამარხი, რომელშიც იქნა ნაპოვნი 49 ადამიანის ნარჩენი. ყველა სხეული აცტეკების დამარხვის ტრადიციის მიხედვით იყო დამარხული.
ხაზი 6:
[[ფაილი:Tlatelolco Barrios.png|right|thumb|კოლონიამდელი პერიოდის ტლატელოლკო თანამედროვე რუკაზე]]
== ისტორია ==
[[1337]] წელს, [[ტენოჩტიტლანი]]ს დაარსებიდან 13 წლის შემდეგ, ტლატელოლკებმა ტენოჩკებისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და აირჩიეს თავიანთი პირველი მმართველი ([[ტლატოანი]]). [[კუაკუაპიცჰაუაკი]]ს მმართველობისას ([[1376]] [[1417]]) ტლატელოლკოს მთავარი პირამიდის ორი საფეხური აიგო. [[ტლაკატეოტლი]]ს მმართველობისას ტლატელოლკო ტენოჩკების მოკვაშირე იყო [[ტეპანეკები]]ს წინააღმდეგ ომში, მალევე ტლატელოლკოსა და ტენოჩკებს შორის მოკლევადიანი კონფლიქტი წარმოიქმნა. ამ პერიოდში აშენდა მთავარი პირამიდის მესამე საფეხური.
 
[[კუაუტლატოა]]ს მმართველობის წლებში ([[1427]] — [[1467]]) ტლატელოლკომ დაიპყრო ქალაქი-სახელმწიფო [[აუილისაპანი]] (ამჟამად [[ორისაბა]], [[ვერაკრუსის შტატი]]) და აწარმოებდა ომს [[ჩალკო (ალტეპეტლი)|ჩალკოს]] წინააღმდეგ, ტენოჩკების მხარეს. ამავე პერიოდში აშენდა მთავარი პირამიდის მეოთხე და მეხუთე საფეხურები. მმართველმა მოკიუიჰმა ტაძრის მეექვსე საფეხური ააშენა, მაგრამ [[1473]] წელს ის გაანადგურა ტენოჩკების მმართველმა [[აშაიაკატლი|აშაიაკატლმა]] და ტლატელოლკო ტენოჩტიტლანის მიერ იქნა დაპყრობილი.
 
[[1521]] წელს [[კონკისტადორები]]ს მიერ აცტეკების დაპყრობის შემდეგ ტლატელოლკო ახალი ესპანეთის [[მუნიციპალიტეტი]] გახდა [[სანტიაგო-ტლატელოლკო]]ს სახელით. ამჟამად ქალაქის ნანგრევები მეხიკოს მეგაპოლისის საზღვრებშია მოქცეული.
 
== ტლატელოლკოს მმართველები ([[ტლატოანი|ტლატოანები]]) ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტლატელოლკო“-დან