ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მოვასპოთ "გახლავთ"!
ხაზი 51:
{{ციტატა|სრულიად ახალგაზრდას შეურყია ჯანმრთელობა "ძლიერმა სენმა" ზეთის საღებავებით ხატვა მისთვის აღარ შეიძლებოდა მაგრამ არჩევანის წინაშე არც დაუყენებია საკუთარი თავი, არც ავადმყოფობას უწევდა ანგარიშს, პირიქით, ეპაექრებოდა კიდეც}} აღნიშნა საუბრისას ირაკლის მეუღლემ ქალბატონმა ასმათ ფარჯიანმა.
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთისერთი მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია, როგორც გათვითცნობიერებული ასევე უბრალო მაყურებლისათვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებენ. ირაკლი ფარჯიანის [[ნატურმორტები]] უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენს წინაშეა უზოგადესი სამყარო.
 
ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია.