ნიჟარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.6) (ბოტის დამატება: no:Konkylie
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ნიჟარა (ნაგებობა)}}
[[ფაილი:Selection of seashells.jpg|მინი|ნიჟარები]]
'''ნიჟარა''' — [[ცხოველები]]ს გარეგანი ჩონჩხის ერთ-ერთი ძირითადი სახე. ნიჟარა უვითარდება [[უმარტივესები]]ს (ნიჟარიანი [[ამებები]], [[შოლტოსნები]], [[ფორამინიფერები]]), [[მოლუსკები]]ს, [[მხარფეხიანები]]სა და [[ფეხსახსრიანები]]ს (უმდაბლესი კიბოები) ზოგ ფორმას. მარტივი ჯამისებრი ნიჟარა, რომელიც სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ იცავს, აქვთ ნიჟარიან ამებეს, უძველეს [[მუცელფეხიანები|მუცელფეხიანებს]] და სხვა. ნიჟარის დამცავი ფუნქცია სრულყოფილი გახდა მას შემდეგ, არც წარმოიქმნა, ერთისერთი მხრივ, ორი — მარჯვენა და მარცხენა ([[ორსაგდულიანები]], ზოგი უმდაბლესი კიბო) ან ზურგისა და მუცლის (მხარფეხიანები) - სადგული (უმთავრესად, გრუნტში ჩაფვლასთან დაკავშირებით) და, მეორისმეორე მხრივ, ნიჟარა სპირალურად დაიხვა ჯერ ერთ ([[თავფეხიანები]] და ზოგი მუცელფეხიანის პლანოსპირალური ნიჟარა), შემდეგ კი სხვადასხვა (მუცელფეხიანების უმრავსელობის, აგრეთვე ფორამინიფერების ტურბოსპირალური ნიჟარა) სიბრტყეში, რაც სხეულს მეტ მდგრადობას ანიჭებს. ნიჟარის დამცავ ფუნქციას აძლიერებს საკეტები (ორსაგდულიანი ნიჟარა), სარქვლები (სპირალური ნიჟარა) და აგრეთვე მისი ზედაპირის სკულპტურული განვითარება. განსაკუთრებულ პირობებში აღინიშნება ნიჟარის მეტ-ნაკლები რედუქცია ([[კალმარები]], [[სეპიები]]). ნიჟარა წარმოიქმნბეა ექტოპლაზმის (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) ან გარეთა ექტოდერმული შრის (მრავალუჯრედიანი ცხოველები) მიერ გამომუშავებული ორგანული ნივთიერებისაგან, რომელსაც ამა თუ იმ სახით უკავშირდება მინერალური ნივთიერებები.განსაკუთრებით რთულია მოლუსკების ნიჟარის კედელი, რომელიც შეიცავს 3 შრეს (პერიოსტრაკუმს, ოსტრაკუმს, ჰიპოსტრაკუმს). ნიჟარებს მცირეოდენი სამეურნეო გამოყენება აქვთ (აკეთებენ [[სადაფი]]ს ღილებს და სხვა).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიჟარა“-დან