ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. [[ევსები კესარიელი]] უარყოფითად ხვდება [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდის]] დის გზავნილს იმის შესახებ, რომ გაუგზავნოს მას მაცხოვრის ხატი და იმთავითვე ხატმწერთა ოპოზიციურ რიგებში დგება. ის თვლის, რომ ხატწერა რთული კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს:„თუ შენ მთხოვ გამოგიგზავნო ხატი მხსნელისა, მაშინ მომწერე რომელ გამოსახულებას ითხოვ ჩემგან, ვის ძალუძს მკვდარი ფერებით გამოსახოს მისი დიდებულება, მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს მისი გამოსახვა. შენ ეძებ გამოსახულებას მონისა და ცოდვილისა, რომელიც ეწამა ჩვენთვის? მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ღმერთი იყო და რაში გჭირდება ესოდენ მისი გამოსახულება?“ ასევე 305 წელს [[ესპანეთი|ესპანეთში]] გამართულმა [[ელვირის საეკლესიო კრება|ელვირის საეკლესიო კრებამ]] ტაძრებში წმინდანთა გამოსახვა აკრძალა.
 
ხატმებრძოლები არა თვიანთ თავს, არამედ ხატთაყვანისმცემლობას ანათესავებდნენ [[ნესტორიანელობა|ნესტორიანელობასა]] და [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტობასთან]]. მათი თქმით:„ფერწერა (რელიგიური) [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორს]] გვაგონებს, რომელმაც ჩვენთვის განხორციელებული ერთი ძე და ღმერთი – სიტყვა ორად განყო“. მეორესმეორე მხრივ, იმავე ხატმებრძოლთა აზრით ხატთაყვანისცემის მიმდევრები მონოფიზიტურ ერესში ვარდებოდნენ:„ფერწერა თვით [[დიოსკორე|დიოსკორესა]] და [[ევტიქი (ერესიარქი)|ევტიქს]] გვაგონებს, რომელიც ასწავლიდა, რომ [[იესო ქრისტე|ქრისტეში]] ორი ბუნება შეერწყა და შეერია. აი, ფერმწერმა დაწერა ქრისტეს ხატი, ეს არის ხატი ღმერთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე შეურწყმელი ბუნებანი შეერწყა და შერწყმის ბიწიერ ცდომილებაში აღმოჩნდა“.
 
ხატების მოწინააღმდეგენი ამოდიოდნენ [[ბიბლია|ბიბლიური]] იდეიდან, რომ ღმერთი არის სული, რომელიც არავის უნახავს:„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ხატმებრძოლები უპირველესად ქრისტეს ანთროპომორფულ გამოსახულებებს უარყოფდნენ, მათ არ სურდათ „ოქროს მანტიაში მორთული ეკლესია“, არამედ მხოლოდ სულიერება, ხოლო მათი თქმით, ხატმწერები უხეში გზებით ცდილობდნენ ეკლესიის “მორთვას” და სულიერების შებღალვას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხატმებრძოლები ქრისტიანობას დევნიდნენ იმ მოტივით, რომ სურდათ ეკლესია დაეცვათ კარიკატურებისტებისაგან და [[იუდაიზმი|იუდეველ]]-წარმართებისაგან. „ხატმებრძოლებს ბოროტი მიზნები არ ამოძრავებდათ. მათ სურდათ კულტისაგან და ფეტიშიზმისაგან გაეთავისუფლებინათ ეკლესია, სურდათ ღვთაებრივი სულის შენარჩუნება, ამასთან ხატმებრძოლები მიიჩნევდნენ, რომ ფერწერული ხელოვნება მთავარ ქრისტიანულ დოგმატს - ლოგოსს ეხებოდა, და მისი დარღვევისაკენ იყო მიმართული“. მაგრამ ეს უპირველესად იყო ხატმწერთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო.