175 424
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
მეორე მიზეზი იყო [[ლუი XV]]-ის მიერ წარმოებული მრავალი ომი, რამაც საფრანგეთი ფინანსური კრახის პირას მიიყვანა. ასევე [[ლუი XVI]] [[ამერიკის რევოლუცია|ამერიკის რევოლუციის]] პერიოდში მხარს კოლონისტებს უჭერდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის ფინანსური მდგომარეობა. ეროვნული ვალი ორ მილიარდ ლივრს გაუტოლდა. ომის მიერ გამოწვეულ სოციალურ ტვირთს შეადგენდა უზარმაზარი ვალი, გამწვავებული მონარქიის სამხედრო დანაკარგებით და უნიათობით, ომის ვეტერანთათვის სოციალური მხარდაჭერის უქონლობის ფონზე. არაეფექტურსა და მოძველებულ ფინანსურ სისტემას აღარ ძალუძდა ეროვნული ვალის მართვა, რასაც მძიმე ტვირთად უკიდურესად არათანასწორი საგადასახადო სისტემაც ერთვოდა თან.
კიდევ ერთი მიზეზი იყო არისტოკრატიის უზომო ფლანგვა და უყაირათობა, განსაკუთრებით [[ლუი XVI]]-ისა და [[მარიამ-ანტუანეტა]]ს კარზე [[ვერსალი|ვერსალში]], მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილობისა. მაღალი უმუშევრობა და მაღალი პურის ფასები ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. [[რომის კათოლიკური ეკლესია]], ქვეყნის უდიდესი მიწათმფლობელი, იღებდა მოსავალზე გასადახადს, ცნობილს როგორც [[საეკლესიო მეათედი]]. ამ გადასახადს ორმაგი ეფექტი ჰქონდა.
არსებობდა რამდენიმე სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორიც, რომელთა დიდი ნაწილი [[განმანათლებლობა|განმანათლებლობის]] იდეალების წინა პლანზე წამოწევის შედეგი იყო. მათ შორის იყო სამეფო [[აბსოლუტიზმი]]ს მზარდი არაპოპულარობა; პროფესიონალ და ვაჭართა კლასში საზოგადოებრივ ცხოვრებაში არისტოკრატიის პრივილეგიებისა და დომინირებისადმი უკმაყოფილება, რასაც მხარს უჭერდა ძირეული სოციალური ცვლილებები [[ნიდერლანდი|ნიდერლანდსა]] და [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]]; გლეხობის, ჯამაგირის მუშებისა და წვრილი ბურჟუაზიის უკმაყოფილება არისტოკრატიის ტრადიციული სენიორიული პრივილეგიების მიმართ; მომძლავრებული [[ანტიკლერიკალიზმი]] და [[რწმენის თავისუფლება|რელიგიის თავისუფლების]] მოთხოვნები, ასევე მზარდი [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტული]] უმცირესობების ინსტიტუტების გავლენა; [[რესპუბლიკანიზმი]]; და მეფის მიერ [[ჟაკ ნეკერი]]სა და ხალხის წარმომადგენელი სხვა ფინანსური მრჩევლების დათხოვნა.<ref>Doyle 1989, pp.73–74</ref>
|