პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.
 
Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთისერთი მხრივ უარყოფა და მეორესმეორე მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმში. რადგანაც ბიბლიის 34.000 მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდება. მიმდინარეობების წარმოშობას დიდწილად ხელი შეუწყო ევროპის და აშშ-ს დემოკრატიულმა და ტოლერანტულმა გარემომ. მიუხედავად ბიბლიის ზოგიერთი საკითხის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა, პროტესტანტულ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება დიდწილად იდენტურია.
პროტესტანტულ სამყაროში ძირითადად გავრცელებულია წმინდა წერილის ბიზანტიური ვერსია ე.წ. Textus Receptus, რომლის საფუძველზეც გამოიცა პირველი ევროპული ბიბლიები.
 
 
Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი რელიგიურ თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც ის არის შემოქმედი და სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი”, მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.
 
 
== წესჩვეულებები და ღვთისმსახურება ==