თურქული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: pa:ਤੁਰਕ ਭਾਸ਼ਾ
ხაზი 40:
{{მთავარი|ოსმალური ენა}}
 
დღესდღეობით თურქულ ენად მოიაზრება თანამედროვე [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო [[ენა]]. უწინ ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენას '''ოსმალური''' (Osmanlıca, ან Osmanlı Türkçesi, თვითდასახელება: لسان عثمانى‎ / lisân-i Osmânî) ეწოდებოდა. ოსმალური ენის ოფიციალურ სფეროში გამოყენება [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] დამარცხების შემდეგ შეწყდა [[1923]] წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად. ფართო პოლიტიკური რეფორმების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ე.წ სუფთა თურქულის (''öz Türkçe'') შექმნა, [[1923]] წელს პრეზიდენტ [[მუსტაფა ქემალ ათათურქი|მუსტაფა ქემალ ათათურქის]] ([[1881]]-[[1938]]) ინიციატივით ფაქტიურად შეიცვალა ენა: მრავალრიცხოვანი [[არაბული ენა|არაბული]] და [[სპარსული ენა|სპარსული]] ნასესხობები თურქული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს, ხოლო მანამდე გამოყენებაში არსებული [[არაბული ანბანი]] კი – [[ლათინური ანბანი]]თ. ამ ღონისძიებებს ხელი უნდა შეეწყო ახალი თურქული ენის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სასაუბრო ენას, - ანუ ერთისერთი მხრივ '''საშუალო თურქულს''' (''Orta Türkçe'') (ვაჭრებისა და ზედა ფენების მეტყველებას), ხოლო მეორესმეორე მხრივ '''ვულგარულ თურქულს''' (''Kaba Türkçe'') (დაბალი ფენების მეტყველებას), უნდა დაფუძნებოდა. ყოველივე კი შექმნიდა ერთგვარ დემონსტრატიულ ზღვარს ახალ თურქულ [[სახელმწიფო|სახელმწიფოსა]] და ოსმალურ [[ტრადიცია|ტრადიციას]] შორის. ეს მცდელობა ლამის [[უტოპია|უტოპიურად]] შეიძლება მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვეულებრივი თურქული [[წინადადება]] სანახევროდ შედგება [[ბარბარიზმი|უცხოური წარმოშობის სიტყვებისაგან]], რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში იქნა ათვისებული. მაგ.; '''cep''' [ჯებ] „ჯიბე“ ([[არაბული ენა|არაბული]]), '''can''' [ჯან] „სული“ ([[სპარსული ენა|სპარსული]]), '''efendim''' [ეჶენდიმ] „ბატონი“, ან „ქალბატონი“ ([[ბერძნული ენა|ბერძნული]]). <br>
განსხვავება ოსმალურსა და თანამედროვე თურქულს შორის იმდენად დიდია, რომ ოსმალური და თურქული არამარტო ცალკე ენებად შეიძლება განიხილებოდნენ, არამედ ოსმალურს თანამედროვე თურქულის წინამორბედი შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ გარკვეული წინდათქმების გათვალისწინებით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ თუკი ოსმალური სიტყვათშეხამებები სპარსული და არაბული სიტყვაწარმოების წესებით იქმნებოდა უწინ, თანამედროვე თურქულში ეს [[ფენომენი]] მხოლოდ შეზღუდული სახითაა მოცემული, რადგან უწინდელი სპარსულ-არაბული [[სიტყვაწარმოება|სიტყვათმაწარმოებელი]] სუფიქსები სადღეისოდ ძირითადად გათურქულებულია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქული_ენა“-დან