ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
ნაცისტების მიერ განხორციელებული ევთანაზიების ირგვლივ გამოთქმული მასიური პროტესტის შედეგად 1940-იან და 1950-იან წლებში ევთანასიას ძალზე მცირე საჯარო მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი იძულებით, ევგენიკაზე დაფუძნებულ შეთავაზებებს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერები, სხვებს შორის, აგრძელებდნენ ევთანასიის, როგორც სიცოცხლის სიწმინდის დარღვევის წინააღმდეგ გამოსვლებს. მიუხედავად ამისა, ორმაგი ეფექტის პრინციპის შედეგად, რომის კათოლიკური მორალური თეოლოგიისთვის მაინც მისაღები იყო ტკივილის გამაყუჩებლებით სიცოცხლის დასრულება, ანუ ფაქტიურად პასიური ევთანასია.
 
მეორესმეორე მხრივ, მოსამართლეები ხშირად ტოლერანტულად უყურებდნენ სიბრალულის გამო მოკვდინების საქმეებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ევთანასიის გამოჩენილ მომხრეთა შორის იყვნენ გლენვილ უილიამსი (სიცოცხლის სიწმინდე და სისხლის სამართალი) და მღვდელი ჯოსეფ ფლეტჩერი (`მორალი და მედიცინა”). 1960-იანი წლებისთვის ნებაყოფლობითი ევთანასიის მოკვდინებაზე უფლების მიდგომის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
 
ნებაყოფლობითი ევთანასიის (და ექიმის დახმარებით მოკვდინების) ირგვლივ მიმდინარე დებატებში გარდამტეხი როლი შეასრულა კარენ ენ ქუინლენის საქმეზე გამოხატულმა საზოგადოებრივმა ფურორმა (ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში მაინც). ქუინლენის საქმემ საფუძველი ჩაუყარა ნებაყოფლობითი პასიური ევთანასიის სამართლებრივ დახმარებას. 1977 წელს კალიფორნიაში სიცოცხლის შესახებ ანდერძების ლეგალიზება მოახდინეს და მალევე იგივე სხვა შტატებშიც განხორციელდა.
ხაზი 172:
ამ ორგანიზაციებით აქტიურად სარგებლობდნენ უცხოელები – ძირითადად გერმანელები – ისევე როგორც შვეიცარიელები. ადამიანების დაახლოებით ნახევარი, ვისაც გარდაცვალებაში ორგანიზაცია `დიგნიტას” დაეხმარა, გერმანელები იყვნენ.
 
შვეიცარიაში ახლახან მიმდინარე დებატების საგანი იყო ფსიქიურად დაავადებულთა უფლება თვითმკვლელობაში დახმარებაზე. 2006 წლის 3 ნოემბერს შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ჩამოაყალიბა სტანდარტები, რომელთა თანახმად ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე დაასრულონ: `არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სომატური ხასიათის განუკურნებელ, ხანგრძლივ და მძაფრ მენტალურ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ტანჯვა, რომლის შედეგად პაციენტს გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი სიცოცხლე აღარაფრად უღირს. ბოლო დროს გაკეთებულ ეთიკურ, სამართლებრივ და სამედიცინო განცხადებებზე დაყრდნობით, სოდიუმ-პენტობარბიტალის შესაძლო დანიშვნა აუცილებლად არ წარმოადგენს დაშვებული სტანდარტების საწინააღმდეგო ზომას და აქედან გამომდინარე ზოგადად აღარ ჩაითვლება სამედიცინო ზრუნვის მოვალეობის დარღვევად. თუმცა, აუცილებელია უკიდურესი სიმკაცრის გამოჩენა: უნდა მოხდეს გარჩევა სიკვდილის სურვილს შორის, როდესაც ერთისერთი მხრივ სახეზეა განკურნებადი ფსიქიკური დაზიანება, ხოლო მეორესმეორე მხრივ არსებობს საღად მოაზროვნე პიროვნების (`დაბალანსებული თვითმკვლელობა”) დამოუკიდებელი, დიდი სიფრთხილით მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუ სიკვდილის სურვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ეფუძნება, გარკვეულ გარემოებებში თვით ფსიქიურად დაავადებულებსაც კი შესაძლოა დაუნიშნონ სოდიუმ-პენტობარბიტალი და შედეგად დაეხმარონ თვითმკვლელობის ჩადენაში”. `იმის დადგენა, არსებობს თუ არა ასეთი წინაპირობები, შეუძლებელია სამედიცინო და განსაკუთრებით კი ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარეშე, და ძალზე რთულია პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, სათანადო შეფასება სპეციალური და სიღრმისეული ფსიქიატრიული დასკვნის არსებობას მოითხოვს”. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, იაკობ მ. აპელის მიერ Hასტინგს ჩენტერ ღეპორტ–ში გამოქვეყნებული საკამათო სტატია აშშ-ში ანალოგიური წესების შემოღებისკენ მოუწოდებდა.
 
2007 წლის 22 აგვისტოს, პოლ რუბინმა ფენიქსში გამოცემულ Nეწ თიმეს–ში გამოაქვეყნა ფსიქიურად დაავადებული ქალბატონის, იანა ვან ვუურჰისის შესახებ ისტორია, რომელსაც თვითმკლელობაში დახმარება Fინალ Eხიტ Nეტწორკ–მა გაუწია. ამ საქმემ კონსერვატიული ბიოეთიკოსის, უესლი ჯ. სმიტის დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც მან შეცონდ Hანდ შმოკე–ის სვეტში გამოაქვეყნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევთანაზია“-დან