პრაგმატიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: war:Pragmatika
ხაზი 14:
პრაგმატიკა ინტერესდება ერთის მხრივ [[ინდექსიკალი|ინდექსიკალური]] ტერმინებისთვის დამახასიათებელი კონტექსტურად დამოკიდებული ფენომენებით, როგორიცაა მაგ. "მე", "აქ", "ახლა", რომელთაც გააჩნიათ გამონათქვამის კონტექსტის პარამეტრებით განსაზღვრული რეფერენცია და ასევე [[პრესუპოზიცია|პრესუპოზიციის]] ფენომენებით.
 
მეორესმეორე მხრივ მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს თეორია დასკვნებისა, რომლებიც ენობრივი გამონათქვამებიდან გამოგვაქვს სამყაროს შესახებ არსებული ზოგადი ინფორმაციიდან და მოსაუბრის განზრახვათა შესახებ ვარაუდებიდან გამომდინარე. იგი ემყარება ამერიკელი ფილოსოფოსის, [[პოლ გრაისი]]ს მიერ შემოტანილ განსხვავებას გამონათქვამის საკუთრივ ლინგვისტურ აზრსა და მოსაუბრისათვის აზრს შორის. ამ მოსარების საფუძველზე ფრანგმა ფილოსოფოსმა და ანთროპოლოგმა, [[დან სპერბერი|დან სპერბერმა]] და ბრიტანელმა ენათმეცნიერმა [[დეირდრ უილსონი|დეირდრ უილსონმა]] განავითარეს [[მართებულობის თეორია|მართებულობის თეორიის]] სახელით ცნობილი ზოგადი პრაგმატული თეორია.
 
ოსვალდ დუკროს ძირითადი ნაშრომები ეხება ერთის მხრივ პრესუპოზიციას, ანუ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ინგვისტრი გამონათქვამი იმისათვის რომ სათანადოდ იქნას გამოყენებული, მოითხოვს მოსაუბრეებისგან გარკვეულ საერთო ცოდნას (მაგ. იმისათვის, რომ სათანადოდ ითქვას "პავლეც მოვიდა", საჭიროა, საუბარში მონაწილე ყველა ადამიანმა იცოდეს რომ პავლეს გარდა სხვა (ან სხვებიც) არიან მოსული). მეორესმეორე მხრივ, დიკრო დაინტერესდა იმით თუ როგორ გადააქვს ზოგიერთ გამონათქვამს, თავისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიღმა, გარკვეული იმპლიციტური მნიშვნელობები.
 
ზოგი პრაგმატიკას განიხილავს როგორც კომუნიკაციის მეცნიერებას. ამ პერსპექტივაში იგი შეისწავლის ენის ხმარებას კომუნიკაციასა და ცოდნაში. ფართო პრაგმატიკა, რომელიც ბევრადაა დამოკიდებული [[კოგნიტივიზმი|კოგნიტივიზმზე]], ინტერესდება ცოდნაში დასკვნების გამომტანი მექანიზმებით, ცნებების აგებით, მეტყველების არასიტყვასიტყვითი გამოყენებით, არგუმენტაციაში [[ინტენციონალობა|ინტენციონალობით]] და ა.შ. ასეთია მაგალითად, პსიქოლოგიაში პრაგმატული მიდგომის შემთხვევა, რომელიც ინტერესდება სამეტყველო ინტერაქციების დროს მოქმედი კოგნიტიური და ფსიქოლოგიური პროცესების შესწავლით, გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ საუბარი, როგორც ქცევათა გამოხატვის ბუნებრივ ადგილში, საუკეთესოდაა გამოხატული კოგნიტიურისა და სოციალურის აღრევა, სადაც შესაძლოა დაკვირვება მოხდეს კოოპერაციის მექანიზმების მართვისათვის სპეციფიურ კოგნიტიურ [[ევრისტიკა|ევრისტიკულ]] მეთოდებზე. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საუბრის ანალიზი იმ სახით, როგორითაც იგი განხორციელებუია პრაგმატული მიდგომის მიერ ფსიქოლოგიაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სპეციფიურ [[ფსიქოპათოლოგია]]ში იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს კომუნიკაციაში მონაწილე სუბიექტების მიერ აქტივირებული, ნაწილობრივ ინფრა-ინტენციონალური მენტალური პროცესების ახსნას.
ხაზი 22:
პრაგმატიკა შესაძლოა განხილულ იქნას ორი თვალსაზრისით:
* პრაგმატიკა, რომელიც ინტერესდება კონტექსტზე (ექსტრალინგვისტურ) მეტყველების გავლენითა და შედეგებით (როგორ ვზემოქმედებთ სამყაროზე რაიმეს თქმისას?).
* პრაგმატიკა, რომელიც ინტერესდება მეტყველებაზე კონტექსტის გავლენითა და შედეგებით (რამდენად არის დამოკიდებული ნათქვამი იმ გარემოებებზე, რომლებშიც იგი იქნა გამოთქმული/). ეს პერსპექტივა საშუალებას გვაძლევს ასევე გავითვალისწინოთ ე.წ. "არავერბალური კომუნიკაცია".
 
==კონტექსტი და თანატექსტი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრაგმატიკა“-დან