თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ →იხილეთ აგრეთვე: clean up using AWB |
No edit summary |
||
ხაზი 3:
==მიმდინარეობა==
თემურლენგმა ტყვედ აყვანილ [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მეფეს]] თავისი [[თემურლენგის პირველი ლაშქრობა|პირველი ლაშქრობისას]] ჯერ კიდევ თბილისში შესთავაზა გამაჰმადიანება,
ამ ამბების გაგებამ. ცხადია, თემურლენგი მეტად აღაშფოთა, მაგრამ შუა ზამთრის გამო გამოლაშქრება შეუძლებელი იყო. ამიტომ ზამთარი ყარაბაღში გაატარა, 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როცა ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი დიდი ლაშქრით საქართველოს დასასჯელად გამოემართა. [[ქართველები]], რა თქმა უნდა, მოელოდნენ ხელახლა შემოსევას და სათანადო სამზადისიც ჩაუტარებიათ. ხალხი ციხესიმაგრეებში და [[კავკასიონი]]ს მთებში გახიზნეს და ჯარიც გაამზადეს სალაშქროდ. ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბოლოს ჯარის სიმრავლემ სძლია და ტემურლენგმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა თემურმა საქართველოს დაპყრობა ვერ შესძლო – ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც [[დარუბანდი]]ს გზით [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] კვლავ შემოიჭრა [[თოხთამიში]]ს ლაშქარი და ტემური იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშის ეს ლაშქრობა, როგორც ჩანს ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი, [[მირანშაჰი]] დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიიდან]]. შემდეგ თემურმა [[ნახჭევანი|ნახჭევანში]] კარგად გამაგრებული [[ალინჯის ციხე|ალინჯის ციხის]] აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი [[შუა აზია]]ში დაბრუნდა. [[1394]] წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.
|