სალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| commons =
}}
'''სალპები''' (Desmomyaria ან Salpae), ზღვის თავისუფლად მცურავი ცხოველების ქვეკლასი [[ქორდიანები|ქორდიანებს]] (Chordata) ტიპისა. აქვთ რამდენიმე მმ-იდან 33 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული, რომელიც დაფარულია გამჭვირვალე [[ტუნიკი]]თ. სხეულის წინა ბოლოზე პირის სიფონია. უკანაზე - კლოაკისა. გული მუცლის მხარეს აქვთ. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. [[ნერვული სისტემა]] წარმოდგენილია ხახის ზედა კვანძით და მისგან გამომავალი ნერვებით. მის ზემოთ შუქშემგრძნობი თვალაკია. ქვეკლასში გაერთიანებულია 25-მდე სახეობა. ბინადრობენ ყველა ოკეანეში, [[ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთ ყინულოვანის]] გარდა. ჰერმაფროდიტულ სქესობრივ ინდივიდში ვითარდება ერთად-ერთი ჩანასახი. წყალში გამოსული ახალგაზრდა სალპების გამონაზარდზე - სტოლონზე - დაკვირტვის გზით ვითარდება სქესობრივი ინდივიდების ძეწკვი, რომელიც შორდება სტოლონს და იწყებს დამოუკიდებლად არსებობას კოლონიებად. სალპებს შეუძლიათ ნათება (სიმბიონტი ბაქტერიების ხარჯზე). იკვებებიან ფიტოპლანქტონით. სალპები ზოგი [[თევზები|თევზისა]] და [[ზღვის კუები|ზღვის კუს]] საკვებია.
==ლიტერატურა==
{{ქსე|8|695}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალპები“-დან