მარხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მარხილი''' — სახმელეთო უბორბლო საზიდი საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც [[ურემი|ურმის]] დანიშნულებას ასრულებს. ბარში მარხილი თოვლზე სატარებლად იხმარებოდა, მთაში კი — წლის ყველა დროს იყენებდნენ და ძირითად სამეურნეო ტრანსპორტს წარმოადგენდა. გამწევ ძალად უპირატესად ხარებს აბამდნენ.
 
მარხილს აკეთებდნენ თელის, იფანის, წიფლის ნაძვის და სხვა ხისაგან. იყო საგანგებო დანიშნულების მარხილებიც. მაგ., ქვის საზიდი მარხილი — [[თურში]] (აღმოსავლეთ საქართველო მთა), მძიმე ქვევრების გადასატანი მარხილი — [[თუში]] (იმერეთი), მინდვრად პატივის გასატანი გოდორმარხილი — ჯინი, შეშის ან მცირე ტვირთის საზიდი მარხილი — [[ლეკმარხილი]]. შიდა სამეურნეო მსუბუქი საქმეებისათვის იხმარებოდა [[ხელმარხილი]]ც. ზოგან გამწევ ძალად ცალ საქონელსაც აბამდნენ, ასეთ საზიდს [[მარტუღელა]] ეწოდებოდა. კონსტრუქციულითავისებურებითკონსტრუქციული თავისებურებით გამოირჩეოდა მთიდან ძნისა და თავის ჩამოსაზიდი მარხილი (სვანური მარხილი, მესხური სელი, აჭარული ხიზეკი და სხვა).
 
ქართულ წერილობით წყაროებში მარხილის ერთ-ერთ სახეობად მოხსენიებულია [[ნალო]], რომელიც თოვლში გამოსაყენებელი, ადამიანთა ჩასასხდომი უთელო ეტლი ყოფილა. თანამედროვე ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ნალო ამ მნიშვნელობით აღარ გვხვდება. წყაროებში მოხსენიებული აგრეთვე [[მანჯიკი]] — მომცრო მარხილი და [[ციგა]]. მთაში მარხილი ტვირთის საზომ ერთეულად იხმარებოდა მარხილი თივა, მარხილი შეშა და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარხილი“-დან