ტუტანხამონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
95.104.67.210-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Makecat-bot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 2:
'''ტუტანხამონი''' (=ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) ([[ძვ. წ. 1355]] — [[ძვ. წ. 1337]]) [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[XVIII დინასტია|XVIII დინასტიის]] ფარაონი [[ძვ. წ. 1347]] — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი '''ტუტანხატონი''' ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში, მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ, რაც გადამწერთანაა დაკავშირებული, რომელიც ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.
 
{{ესკიზი-ისტორია}}
 
{{Commons|Category:Tutankhamun}}
 
{{ძველი ეგვიპტელები}}
 
[[კატეგორია:ეგვიპტის ფარაონები]]
 
{{Link FA|ar}}
Line 80 ⟶ 87:
[[zh-min-nan:Tutankhamun]]
[[zh-yue:圖坦卡門]]
 
2010 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის მუმიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. პრესკონფერენციას, რომელიც ქაიროში გამართა ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზაჰი ჰავასმა, მოუთმენლად ელოდა მთელი მსოფლიო. მანამდე ცნობილი იყო, რომ გენეტიკური მასალის კვლევას პასუხი უნდა გაეცა მთელ რიგ შეკითხვებზე. მათ შორის - ვინ იყვნენ ტუტანხამონის მშობლები და ოჯახის წევრები და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ფარაონის სიკვდილი.
 
ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი მეფე, „მწვალებლად“ წოდებული ეხნატონი. გამოკვლევის მიხედვით, თითქმის უტყუარია, რომ ეხნატონისაა KV 55-ის სახელით ცნობილი მუმია, რომელიც მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი.
 
მაგრამ მთავარი სიურპრიზი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა ეხნატონის მთავარი ცოლი, ნეფერტიტი, არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის. იმავე სამარხში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ ტიაის.
 
ტუტანხამონი დახლოებით 3300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და სულ რაღაც ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.
 
გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო ასევე ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ზაჰი ჰავასის თქმით, ახალგაზრდა ფარაონი, როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა. 19 წლის ასაკში ის წაქცეულა და ამის შემდეგ მალე გარდაცვლილა.
 
დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ახლახან დასრულებული ანალიზი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელმაც ნათელი მოჰფინა ტუტანხამონის მუმიასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ტექნიკურად მხოლოდ უკანასკნელ ხანებში გახდა შესაძლებელი.
 
ტუტანხამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა 1922 წელს. ამ აღმოჩენამ ახალი ინტერესი გააჩინა ეგვიპტური კულტურის მიმართ. ამ კულტურის სიმბოლოდ დღემდე რჩება ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, რომლითაც ის დაკრძალეს. ოცა მისი დაბადებიდან 9 წელი იყო გასული , მისი მამა – ეხნატონი გარდაიცვალა და ტუტანხამონს ტახტი დაუტოვა. ხოლო , როდესაც მას 18 წელი შეუსრულდა, თვითონაც გარდაიცვალა. უცბად , ყველასთვის მოულოდნელად , მხოლოდ მას არ გაჰკვირვებია , ვისაც მისი სიკვდილი სურდა. (თუ მოკლეს იგი და ამის დასადასტურებელი ბევრი თეორიაა).
 
ვინ , ან რამ მოკლა იგი? რა გახდა ახალგაზრდა ფარაონის სიკვდილის მიზეზი , საიდან მოვიდა უბედურება? ახლა , სამი ათასი წლის მერე რამის დამტკიცება არ შეიძლება , მაგრამ გვაქვს ჰიპოტეზები “ოქროს” ფარაონის სიკვდილის შესახებ. ეს ჰიპოტეზები , კი მისი საფლავის გამოკვლევის შედეგად გამოთქვეს , მაგრამ საინტერესოა , რომ მეცნიერებმა ბევრი სხვადასხვა ვერსია წამოაყენეს.
 
აქამდე ყველა თვლიდა , რომ ტუტანხამონი მოკლეს: ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით. იმაზეც კი , თუ ვინ მოკლა ფარაონი მეცნიერების მოსაზრებები გაიყო. ყველა “პრეტენდენტი” მაქსიმალურად იყო მიახლოებული მასთან. ტუტანხამონის ახალგაზრდა ცოლს – ანხესენამონს თავისი ქმარი ძალიან უყვარდა და ძალიან წუხდა მისი სიკვდილის შესახებ. მან თავისი ხელით დადო ყვავილების ბუკეტი ქმრის საფლავზე. თან მას არანაირი მოტივი არ ჰქონია ქმრის მკვლელობისათვის , პირიქით ტუტანხამონის სიკვდილის შემდეგ მას მოუწია გაყოლოდა ცოლად იმას , ვინც არ უყვარდა – რომელი გოგოსთვისაა ეს მისაღები?
 
ფარაონის ხაზინადარი მაიაც იყო ეჭვმიტანილების სიაში , მაგრამ არც მას ჰქონდა რაიმე მოტივი ფარაონის მკვლელობისთვის. რათქმაუნდა ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და მაიას შეეძლო მისი მოკვლა , მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
 
მესამე ეჭვმიტანილი არის მხედართმთავარი ხორემხები , რომელიც ასევე მოტივის არქონის გამო აღარ მიიჩნიეს მთავარ ეჭვმიტანილად. პრინციპში მოტივი იყო : ხორემხებს შეიძლებოდა ნდომოდა ფარაონად გახდომა და ამისთვის მას ჯარიც ჰყავდა. მას რო ნდომოდა ფარაონობა, ახალი ფარაონის გამოჩენისთანავე თავის გეგმას სისრულეში მოიყვანდა , მაგრამ მან არ შეიცვალა თანამდებობა.
 
მთავარი ეჭვმიტანილი ტუტანხამონის მკველობისა არის აი , რომელიც მართავდა ეგვიპტეს, სანამ ფარაონი წამოიზრდებოდა. მას შეიძლებოდა ნდომოდა ტუტანხამონის სიკვდილი , რადგან თუ ფარაონი მოკვდებოდა, ის დაქორწინდებოდა ანხესენამონზე და ავტომატურად გახდებოდა ფარაონი. სარკოფაგზე დახატულ ნახატებზე გამოსახულია აი , რომელიც კრძალავს ტუტანხამონს , ეს კი იმის მანიშნებელია , რომ ის შემდეგი ფარაონი იქნებოდა (ეგვიპტეში გარდაცვლილ ფარაონს მარხავს ის , ვინც შემდეგი ფარაონი იქნება ) .
 
რატომ თვლიან მეცნიერები , რომ ტუტანხამონი მოკლეს? – იმიტომ , რომ მისი თავის ქალის ნაწილი არის ჩავარდნილი და ეს შეიძლება , მხოლოდ რაიმე საგნის თავში ჩარტყმით.
 
მაშინ , რატომ არ უშველა თავს ტუტანხამონმა , როცა მას რამეს ურტყამდნენ . საქმე იმაშია , რომ ტუტანხამონი იტანჯებოდა სინდრომით , რომელიც არ აძლევდა მას კისრის შემობრუნების საშუალებას (ანუ მას არ შეეძლო კისრის მობრუნება , ტანის მობრუნების გარეშე). ამას საპირისპირო მხარეც აქვს , თუ ტუტანხამონი მართლაც იტანჯებოდა ამ სინდრომით , მაშინ ის უბრალოდ უკან გადავარდებოდა და თავს დაარტყამდა.
 
რამდენიმე წლის შემდეგ ეს თეორიები ნაგავს გაატანეს , როცა გამოცხადდა , რომ ტუტანხამონი მალარიით გარდაიცვალა. ამის შესახებ ყველას ამცნეს ეგვიპტოლოგებმა , რომლებმაც ჩაატარეს მუმიის დნმ(DNA) _ის ანალიზი. მათ ასევე განაცხადეს , რომ ტუტანხამონი სხვა ბევრი დაავადებით იტანჯებოდა. მაგ: მას ძალიან მყიფე სახსრები ჰქონდა. ვისაც მისი ისტორია აინტერესებდა , ალბათ არაერთხელ უნდახავს მისი სურათები , სადაც მას ჯოხით ხელში გამოსახავდნენ. რატომ უნდა გამოსახო ახალგაზრდა ადამიანი ჯოხით ხელში , თუ მას რაღაც არ აწუხებს? ეგვიპტოლოგები თუ მართლები არიან , ის სიარულისას ტკივილს განიცდიდა.
 
“როგორი ავადმყოფია” შეიძლება თქვათ , მაგრამ რატომ უნდა იყოს ეგვიპტის ფარაონი ავადმყოფი , ის ხომ აქტიურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს? აქ ერთი ფაქტია , შეიძლება ის იმიტომ იყო ასეთი ავადმყოფი , რომ მამამისმა ეხნატონმა ცოლად თავისი ღვიძლი და ნეფერტიტი მოიყვანა და მან გააჩინა ტუტანხამონი . შვილმაც მამამისის მსგავსად თავისი ღვიძლი და მოიყვანა ცოლად და შეიძლება ამიტომაც გარდაეცვალა ორივე ქალიშვილი.
 
ზოგმა მეცნიერმა ამ ყველაფერს კარგად მოუსმინა , ხაზი გადაუსვეს და ამაყად განაცხადეს , რომ ტუტანხამონი ფეხების დამტვრევით გარდაიცვალა , რომელსაც გართულებები მოჰყვა . მაგრამ გაურკვეველია , ასეთი რა გართულება უნდა მოჰყვეს ძვალში ბზარს , რომ სიკდილი გამოიწვიოს.
 
ჰოლანდიელებმა ხომ საერთოდ ყველაფერზე უარი თქვეს და თავისას მიაწვნენ , მათ მოიფიქრეს , რომ ფარაონი ზედმეტი წონისგან მოკვდა , რაც ალბათ ნაკლებად სავარაუდოა . როგორ უნდა გარდაიცვალოს 18 წლის ახალგაზრდა ზედმეტი წონით , როდესაც ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და ეტლით ნადირობდა?
 
ზოგმა მეცნიერმა კი ტუტანხამონის ამ გართობაზეც “პრეტენზიები” გამოთქვა , შეიძლება როცა ნადირობდა გადმოვარდა და მაშინ გარდაიცვალაო? მაგრამ აქაც ისმის “მაგრამ” . თუ ასეა რატომ არ აღენიშნება მას რაიმე მოტეხილობა ზურგის არეში?
 
ასე და ამგვარად , ვერავინ , ვერანაირად , ზუსტად ვერ დაადგინა თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი ფარაონი , თუმცა ალბათ ჩვენი თაფლისთვალება ყმაწვილი ვინმეს ხელს უშლიდა . . .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუტანხამონი“-დან