მონღოლთა ბატონობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
მონღოლები პირველად [[1220]] წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. [[1220]]-[[1221]] წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. [[1235]] წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ [[საქართველო]]ში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. მეფე [[რუსუდანი|რუსუდანმა]] დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირეს და [[კოხტასთავის შეთქმულება|კოხტასთავს]] შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავი და დააპატიმრეს შეთქმულნი. აჯანყება ჩაიშალა.
 
[[1247]] წელს [[გუიუქ-ყაენი|გუიუქ-ყაენმა]] 2 მეფე დაამტკიცა საქართველოს ტახტზე - [[დავით VII ულუ|დავით ულუ]], ლაშას ძე და [[დავით VI ნარინი|დავით ნარინი]], რუსუდანის ძე. [[1248]] და [[1249]] წლისათვის ისინი [[მონღოლეთი]]დან სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ქვეყნის მართვას. [[1254]]-[[1258]] წლებში ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რიცხვის დასადგენად [[არღუნ-ნოინი|არღუნ-ნოინმა]] აღწერა ჩაატარა საქართველოში. ამის შედეგად ქვეყანას დააკისრეს 90 ათასი მეომრის გამოყვანა და მთელი რიგი ახალი გადასახადები ([[თამღა]], [[თაღარი (გადასახადი)|თაღარი]], მალი, [[საიამე]], ულუფა, [[ყალანი]], [[ყაფჩერი]]...), რაც ძველ გამოსაღებებთან ერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა მწარმოებელ მოსახლეობას და საბოლოოდ აჩანაგებდა მას. გადასახადების აკრეფა ხშირად იჯარით გაიცემოდა. ეს კიდევ უფრო აუარესებდა გადამხდელთა მდგომარეობას, ასეთი მეიჯარე უნდა ყოფილიყო მუსლიმანი ვაჭარი ხოჯა აზიზი, რომელიც არღუნმა დატოვა საქართველოში გადასახადების ასაკრეფად.
 
== იხილეთ აგრეთვე==