მონღოლთა იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მიწურულისათვის [[თემუჩინი|თემუჩინმა]], რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალტაის მთებამდე. [[1206]] წელს მდინარე [[ონონი]]ს შესართავთან ახლოს გაიმართა [[ყურულთაი]], რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო [[ჩინგისხანი|ჩინგიზ-ხანის]] ტიტული. გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით [[პოლონეთი|პოლონეთამდე]], აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით [[ვიეტნამი|ვიეტნამამდე]]. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ<small>2</small><ref name="EarthRule">http://www.hostkingdom.net/earthrul.html</ref> (მსოფლიო მიწის [[22]]%-ი), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.
 
ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის [[მუნქე]]ს მმართველობაში ([[1251]]-[[1259]] წწ.) მონღოლეთის იმპერია თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდილოეთ ჩინეთს, კორეას, [[ტანგუტის სამეფო]]ს, ცენტრალურ და შუა აზიას, [[ამიერკავკასია]]ს, ირანს, [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და რუსეთის მიწების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ეს უზარმაზარი იმპერია მოკლებული იყო შინაგან ერთიანობას და წარმოადგენდა სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხების იძულებით გაერთიანებას, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეული დონით დამპყრობლებზე მაღლა იდგა.
ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი-დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და [[ჩინეთი|ჩინეთს]]. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ხუბილაი-ხანი (იუანის დინასტია). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი, მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, [[1368]] წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. [[ჩინეთი]]ს არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური [[ქალაქი]], მათ შორის მონღოლეთის [[დედაქალაქი]] [[ყარაყორუმი]]. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. [[1380]] წელს [[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლით]] დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]სა და [[შუა აზია]]ში.
 
მუნქეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო მონღოლეთის იმპერიის დაშლა. პირველად მას ჩამოშორდა [[ბათო-ყაენი]]სა (მართავდა [[1236]]-[[1255]] წწ.) და [[ჰულაგუ-ყაენი]]ს (მართავდა [[1256]]-[[1265]] წწ.) სამფლობელოები. მათ შექმნეს დამოუკიდებელი [[ოქროს ურდო]] და [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]], რომელთაც სათავეში ედგნენ ჩიგიზ-ყაენის შთამომავლები.
 
მუნქეს მემკვიდრე იყო [[ხუბილაი-ხანი]] (მართავდა [[1260]]-[[1294]] წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და [[ჩინეთი|ჩინეთს]]. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა [[იუანის იმპერია|იუანი]].
 
[[1368]] წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. [[ჩინეთი]]ს არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური [[ქალაქი]], მათ შორის მონღოლეთის [[დედაქალაქი]] [[ყარაყორუმი]]. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს.
 
[[1380]] წელს [[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლით]] დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]სა და [[შუა აზია]]ში.
 
== სქოლიო ==