წონის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''წონა''', ''ბუბას კლდე'', მრავალფენიანი (აშელის, მუსტიეს, მეზოლითის, ბრინჯაოს და ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] (ახლანდელი [[ჯავის რაიონიმუნიციპალიტეტი]]) ტერიტორიაზე, მდ. [[ყვირილა|ყვირილის]] სათავესთან, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კარსტული წარმოშობის მღვიმეს, რომლის სიგანეა 90 მ, სიმაღლე შესასვლელთან — 15 მ.
 
აღმოაჩინეს და სწავლობდნენ 1958-1961, 1965, 1968 (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), 1977-1978 (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია 20 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 4,5 მ). აშელური ხანის ზედა ფენაში ნაპოვნია სხვადასხვა დამზადებული ქვის ნივთი (მათ შორის ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკ-საჭრელები, წალდისებრი იარაღი და კლივერი). აშელური ხანის II ფენაში ძირითადად ნაპოვნია ანატკეცები. წონის მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილი ქვის ნაწარმი განეკუთვნება ლევალუაზურ, ლამელურ ინდუსტრიას და ჯრუჭულის, [[კუდარო]] I-II, ხვირათის ძეგლებთან ერთად გარკვეულ ჯგუფს ქმნის. მეზოლითური ხანის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზურგდაბლაგვებული (გრავეტის ტიპის) დანები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წონის_მღვიმე“-დან