სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
 
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — [[ქიტრიდიომიცეტები]] (Chytridiomycetes), [[მიცელიუმი]] ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია ([[იზოგამია]], პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — [[ოომიცეტები]] (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — [[ზიგომიცეტები]] (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — [[მწერები]]ს პარაზიტი. IV კლასი — [[ჩანთიანი სოკოები]] (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — [[ბაზიდიომიცეტები]] (Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — [[უსრულო სოკოები]] ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.
 
 
 
ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს - ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|IX9|452|ი. ნახუცრიშვილი}}
 
{{ესკიზი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოკოები“-დან